მთავარი » 2012 » იანვარი » 20 » თავი დავაღწიე შეშლილ საიქიოს
5:21 PM
თავი დავაღწიე შეშლილ საიქიოს



თავი დავაღწიე შეშლილ საიქიოს
უკვე მერამდენედ ახლად ვიბადები,
წლები უძლურია ხვალ რომ დაიმსხვრევა
გულისამრევია სველი ტირადები.

გარეთ დაუგდიათ ჩემი პოეზია
უკვე გენიოსებს რჩებათ სასაცილო,
მუზა გამიყიდეს,აზრი გამიყინეს
ღმერთო, უპატრონოდ უნდა გამაცილო.

სუნთქვაც დამითვალეს,წყევლა დამანთხიეს
თავი შემაძულეს გრძნობის ზარმაცობით,
ისე ახლოს ვდგევარ ნანატრ სიცოცხლესთან
ახლა სიკვდილი მყავს მხოლოდ გასაცნობი.

რაღაც ვერ ვიმეტებ თავს აქ დასარჩენად
თავს რომ გაბეზრებენ ჩემი ლექსებია,
ვხედავ მაყოლებენ შურს და ირონიას
ვგრძნობ რომ ბილიკები ფეხქვეშ მეცლებიან.

თავი დავაღწიე შეშლილ საიქიოს
უკვე მერამდენედ ახლად ვიბადები,
წლები უძლურია ხვალ რომ დაიმსხვრევა
გულისამრევია სველი ტირადები.
ნიკა კვესელავა
კატეგორია: პოეზია - ლექსები | ნანახია: 1511 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: saiqio, siyvaruli, grdznobebi, leqsikoni, leqsebi, sityvebi, sikvaruli, sheshlili, grdznoba, sitkvebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]