მთავარი » 2012 იანვარი 20 » მიპატიებია...
5:39 PM მიპატიებია......არ გეგონოს რომ ყველაფერი მე გაპატიე, არა, ეს იმ სიყვარულმა, იმ სევდამ და იმ ლამაზად გატარებულმა დღეებმა გაპატია ოდესღაც რომ იყო… პატიება არასოდეს გითხოვია მგრამ ყოველთვის გპატიობდი, რატომი არ ვიცი… ყველაფერი უჩვეულოდ და ლამაზად დაიწყო, სხვებს არ ჰგავდი მეგონა ეს იყო შენი დადებითი თვისება, მაგრამ ეს აღმოჩნდა შენი ყველაზე დიდი ნაკლი… გული ყველაფერს გპატიობდა, ოცნებაში გატარებულ დღეთა სიმრავლეს, შენს გამო დაღვრილ ცრემლს…გპატიობდა იმიტომ, რომ მიყვარდი… ყოველი შენი გამოჩენა ტკივილს მაყენებდა და ამასაც გპატიობდი, რადგან ვიცოდი გიყვარდი, გიყვარდი შენთვის ჩუმად… დრო გადიოდა, მე ვეღარ ვმალავდი ჩემს სიყვარულს და ყველას შენზე ველაპარაკებოდი, მათ არ ესმოდათ ჩემი, მე კი ბედნიერებით და ცრემლებით დაბრმავებულს არ მაღელვებდა სხვები… გპატიობდი და ჩუმად ვჩურჩულებდი: “შენ მოდი და გული ყველაფერს გაპტიებს”… შენ ხან მოდიოდი, ხან კი ისევე ქრებოდი როგორც დილის ნამი, როგორც წვიმაში სწრაფად მიმავალი მგზავრი… და მე მაინც გპატიობდი, მაგრამ ამბობენ ყველაფრის პატიება, მხოლოდ ღმერთს შეუძლიაო და მე უბრალო მოკვდავმა ვერ შევძელი, ვეღარ გაპატიე შენთვის გათენებული ღამეების და შენთვის დაღვრილი ცრემლის სიმრავლე, გული გაილია ლოდინში და მე ვეღარ შევძელი პატიება… მეგონა ყველაფერს შევძლებდი სიყვარულისთვის, გპირდებოდი რომ დავიცავდი ჩვენს გრძნობას, მაგრამ ვერ შევძელი… მაპატიე… შენი იმედი მქონდა, მეგონა ჩემზე ძლიერი იყავი… მაპატიე… ალბათ დიდი მოვალეობა დაგაკისრე და ჩემი მარტოობის გულდახურულობის მიზეზი გაგხადე, ოცნების ცისარტყელა დავხატე და მისი გაქრობაც გაბრაზებულმა შენ დაგაბრალე… მაპატიე… თუმცა შენთვისაც ყველაფერი მიპატიებია, ის რისი პატიებაც მხოლოდ ღმერთს შეუძლია… მიპატიებია
|
| |
სულ კომენტარები: 0 | |