მთავარი » 2012 » იანვარი » 20 » ჩუმი ნაბოდვარი
5:55 PM
ჩუმი ნაბოდვარი



მახსოვს ბავშვობაში დედა, როგორ მესაუბრებოდა, რჩევებს, როგორ მაძლევდა, მასწავლიდა თეთრისა და შავის გარჩევას, ბოროტისა და კეთილის. ახლა მინდა დედის ერთი ნათქვამი გავიხსენო და თქვენც გიამბოთ. მან მითხრა: შვილო, შენი გადასაწყვეტია გადასაწყვეტია ცხოვრებაში რას იზამ, რომელ გზას აირჩევ იქნები კეთილი, სათნო, მართალი და წახვალ სწორი გზით ან არადა მიყვები ცხოვრების მდორე დინებას და უბრალოდ რომ ვთქვათ იქნები ბოროტი, შესაბამისად მოხვდები სამოთხეში ან ჯოჯოხეთში.
აი, სწორედ ასე მითხრა დედამ და მეც ასე უბრალოდ გავიფიქრე, მერე? ავირჩევ იმ გზას რითაც მოვხვდები სამოთხეში და ვიქნები მართალი, კეთილი და სათნო... აი ჩემი გულწრფელუ პასუხი მაშინ. მერე გავიზარდე და მივხვდი, რომ ძნელია იყო ამ ჭუჭყნარევ დედამიწაზე წმინდა და სათნო... ახლა ვფიქრობ რა არის ჩემი ჭეშმარიტი მინუსი ან თუნდაც პლიუსი, როგორ მოვიქცე? სწორად ვიქცევი? როდის ვარ მართალი?რატომ ვატკენ ადამიანებს გულს? რატომ ვამბობ სიმართლეს? ეს ხომ მათ არ სიამოვნებთ.
ხანდახან ვამბობ დაიკიდე და მოგეშვება, მაგრამ ძნელია საყვარელი ადამიანების გრძნობები და ფიქრები დაიკიდო ანუ ერთ ყურში შეუშვა და მეორეში გამოუშვა. ახლა ვფიქრობ თუ როგორ დავამთავრო ეს ჩუმი ნაბოდვარი ვთქვი: მოდი უბრალოდ დავწერ, მთავარია ურთიერთპატივისცემა და გაგება, მაგრამ ეს სადღაც შუაშია გაჩხერილი და იმდენად ზოგადია, რომ ჩემს საწყალ ნაწერს კიდევ უფრო დააკნინებს, ასე რომ მოდი უბრალოდ ვიტყვი, გააკეთე ის რაც გინდა და იყავი ის ვინც სინამდვილეში ხარ, მერე რა თუ გულს გატკენენ, მერე რა თუ დაგცინებენ, მერე რა თუ განსხვავებული აზრის გამო გაგკიცხავენ კიდეც, უბრალოდ გაიღიმე და ისწავლე შენი ცხოვრების მართვა, ნუ იქნები იმაზე დამოკიდებული რას ფიქრობენ

ინფორმაციის წყარო: poezia.in
კატეგორია: ჩანახატები | ნანახია: 1519 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: ჩუმი ნაბოდვარი, siyvaruli, chanaxatebi, bodva, poezia.in, chanakhatebi, sikvaruli, sichume, grdznoba, chumi nabodvari | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]