მთავარი » 2012 » იანვარი » 20 » როგორ გამიჭირდა ზამთრის გაცილება
6:19 PM
როგორ გამიჭირდა ზამთრის გაცილება



როგორ გამიჭირდა ზამთრის გაცილება
ხვალ კი ჭირვეული დღე მაქვს ასატანი,
ტირილს მოყვებიან მორცხვი ტირიფები
ფერთა პალიტრები თვალებს გავაცანი.

ღამეს უღალატეს ძველმა ვარსკვლავებმა
ღმერთო მერამდენე დღე მაქვს დასათვლელი,
ალბათ უშენობა უფრო ლამაზია
ვხვდები ბილიკები დამრჩა გასათელი.

ქარსაც აღარ უნდა ჩემთან საუბარი
გზა-გზა დაწანწალებს გრძნობა მთვარეული,
გულში მონატრების ზღვარზე გადავედი
ასე უთავბოლოდ ვრჩები არეული.

სიზმრებს გაყვებიან ცივი აჩრდილები,
დამსკდარ ვენებიდან ფეთქავს გაზაფხული
და თუ ეს წარსული ისევ განმეორდა
მაშინ მომავლისთვის რა მაქვს განზრახული.

ბებერ როიალზე ჰანგიც გადახუნდა
იქნებ მივაღწიო ხვალე მაისამდე,
სითბოს მაჩუქებენ ნაზი გვირილები
სანამ მარტოობას მხრებზე დავისვამდე.

როგორ გამიჭირდა ზამთრის გაცილება
ხვალ კი ჭირვეული დღე მაქვს ასატანი,
ტირილს მოყვებიან მორცხვი ტირიფები
ფერთა პალიტრები თვალებს გავაცანი.
ნიკა კვესელავა

ინფორმაციის წყარო: poezia.in
კატეგორია: პოეზია - ლექსები | ნანახია: 1561 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: poezia, siyvaruli, სასიყვარულო, პოეზია, ლექსები, poezia.in, leqsebi, sikvaruli, სიყვარული, უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]