მთავარი » 2012 » იანვარი » 20 » ნიკა კვესელავა - მაპატიე
6:22 PM
ნიკა კვესელავა - მაპატიე



დაასველა წვიმამ ღამის შავი აფრა,
მოგონებებს თავხედივით ავებუნტე,
ვამპირივით ყელში მწვდება ნიკოტინი,
მაპატიე პირველად რომ გაგებუტე!

რომ იცოდე როგორ მიყვარს ყვავილები,
ჯერ არმინდა რომ მოვკვდები მომე მერე,
წყეულ თვალებს უკვე ფერი გადასვლიათ,
მაპატიე პირველად რომ მოგეფერე!

სიბრალულიც მავნე ზიზღმა გადაფარა,
ეს საღამოც ჩემს ნებაზე ვერ გავმართე,
გამაგიჟებს გათოშილი მარტოობა,
მაპატიე პირველად რომ გეკამათე!

ვიცი ალბათ ხვალინდელი სუნთქვა შემშლის,
ქრიზანთემებს დასტყობიათ ჩუმი დარდი,
ბედისწერა ხელისგულზე მათამაშებს,
მაპატიე რომ აქამდე არ მიყვარდი!

სიცოცხლიდან სიკვდილამდე მრჩება წლები,
სიბნელეში იმედებით გავათიე,
არ ვინაღვლებ თუ კი რამე ცოდვა დამრჩა,
ოღონდ ახლა ეს ნაწერი მაპატიე!
ნიკა კვესელავა

ინფორმაციის წყარო: poezia.in
კატეგორია: პოეზია - ლექსები | ნანახია: 1628 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: poezia, mapatie, siyvaruli, nikio kvelesava, poezia.in, leqsebi, nika kvelesava, nikoloz kvelesava, nika kvelesava - mapatie, ნიკა კვესელავა - მაპატიე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]