მთავარი » 2012 » იანვარი » 20 » პირადად ჩემს თავზე
8:57 PM
პირადად ჩემს თავზე



მე არასდროს არავის არ ვუყვარდი, ყოველთვის მქონდა რაიმე გატაცება ვინმესდამი ოღონდ მას არანაირი გრძნობა არ გააჩნდა ჩემსდამი. მე ადამინში პირველად ვხედავ სილამაზეს რომელიც გარეგნულად ჩანს და თვალი ვნებაში გადაჰყავს, მერე ადამიანის გულსა და სულს და ვაფასებ არა იმას თუ რა სექსუალურად გამოიყურება არამედ კარგად მელაპარაკება და გულს მიხსნის საუბარის დროს, რა ეცმევა ადამიანს და როგორი მოვლილი სახე ექნება ეს ჩემთვის მეორეხარისხოვანია მე ვაკვირდები სახეს, მე მომწონს სახე, სახის გამომეტყველება, სახის ყველაფერი და ზოგჯერ მაშინ ვერ ვიწყებ ურთიერთობას როდესაც მომენტი მექნება ძალიან იშვიათად, ისაც მერე ვეძებ სხვადასხვა ადგილას ქალაქის მასშტაბით ან ინტერნეტში, მოკლედ გოგოების წყენინება კონტაქტის დროს ან თმაზე მოქაჩვა ან რაიმე ამდაგვარი არ მომწონს, მე ვარ სხვანაირი ბიჭი, ადრინდელი ცხოვრების ძველებურად აღზრდილი და ახლანდელ უზრდელ, გამბედავ და თავზეხელაღებულ თაობას ვერ ვეგუები; მყავს ძმაკაცები ვინებმაც ეს კარგად იციან და ცდილობე დამეხმარონ; საერთოდ ორ კაპიკს სადმე თუ ვიშოვი ხან სად წავიმუშავებ და ხან სად - იქიდან ცოტა სახლში შემაქვს და ცოტაც ძმაკაცებში დროის ტარებას ვახარჯავ, ჭამა-სმა, გაგება, სიყვარული ერთმანეთს შორის და ღვინით საცსე ჭიქები. რავიცი აბა ხან მე ხან ისინი ვის როდის რა გვაქვს იმით ვეხმარებით ერთმანეთს ესაა ძმობა. მოკლედ ძმაკაცები არ მაკლია. ყველასთან კარგ ურთიერთობაში ვარ; გოგონას, ქალბატონს და მოკლედ სუსტ და ზოგჯერ მამაკაცზე ძლიერ სქესს დიდ პატივს ვცემ მაგრამ იშვიათად ამას ვინმე თუ ხედავს. უბრალოდ მე გოგონებთან ურთიერთობა მიჭირს და არ მინდა შეცდომები, მინდა ესევე სწორედ ვიმოქმედო და რავიცი აბა არც ის მინდა რომ რაიმით ვაწყენინო არც ზედმეტი რომ მომივიდეს (რაც მე არ მახსოვს როდესმე თუ მქონია) და რავიცი აბა წესიერი და ოჯახის ეკლესიური გოგონა მინდა კარგი და ტკბილი ურთიერთობისათვის, ვინმეს თუ შეგიძლიათ გამომეხმარეთ აქ კომენტარის სახით ან სკაიპი დაწერეთ ანდა რაიმე სხვა საკავშირო ინფორმაცია . . .
კატეგორია: ისტორიები | ნანახია: 1429 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: სიხარული, ცხოვრება, სიყვარული, პატივისცემა, გაგება, სილამაზე, ჭამა-სმა, ძმაკაცები, მონატრება, ქალბატონი | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]