მთავარი » 2012 » იანვარი » 21 » თვალებს იქეთ…
0:13 AM
თვალებს იქეთ…



არ გაგიკვირდეს ამდენი წერა
მე ლექსით გეტყვი, იქნებ შენ მიხვდე
მაგ თვალებამდე ძლივს ვაღწევ მზერას,
რა დავინახო მე თვალებს იქეთ?..

შენი ღიმილი აქეზებს გრძნობას
შენ კი მაგ გრძნობის შხამით მიწამლე,
გიჟურ ოცნებას არ უყვარს ბრძნობა,
გაგიჟებული მაგ შხამსაც დავლევ.

ოღონდ კი ვნახო ისევ თვალები,
რომლითაც გული უზომოდ დათვრა.
არ მენანება ზოგჯერ არც წლები
ზოგჯერ წამებსაც დავუწყბ დათვლას.

მაინც ვერ ხვდები შენ ჩემთვის ვინ ხარ?
ალბათ მისტირი ჯერ ისევ წარსულს,
და სიმთვრალეში დასმული კითხვა…
ნუ შეწუხდები არ ვითხოვ პასუხს.

სტოპა ჩილინგარაშვილი

ინფორმაციის წყარო: 4loves.in
კატეგორია: პოეზია - ლექსები | ნანახია: 1510 | დაამატა: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]