მთავარი » 2012 » იანვარი » 21 » ვეფერები თითებს...
2:36 AM
ვეფერები თითებს...



• • •

ვეფერები თითებს...
ამდენს როგორ მითმენ?
ქარს მოყვება შხეფები...
მე კი, თითებს ვეხები...
ქარი მღერის ფარულად...
გულში შემოპარულა...
მე შენს თითებს ვეხები...
ქარს კი მოაქვს შხეფები...
შენ რომ გხედავ ვენთები...
დამისველნენ წვეთები...
გამომწვევად მიყურებ
და თან წვეთებს ვიპკურებ...
შენი მზერა მაწვალებს...
რა გაუძლებს მაგ თვალებს...
მე მთვრალი ვარ ოცნებით...
დამიბრუნე კოცნები...
ხედავ? მზეა ნასვამი...
ნეტა, ამდენს რას სვამდი...
ვეფერები თითებს...
ვერ დაითვლი იმდენს...
კატეგორია: პოეზია - ლექსები | ნანახია: 1594 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: თათები, თათი, მოფერება, თითები, tatebi, radikal.ru, თითი, titebi, TITI, tati | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]