მთავარი » 2012 » იანვარი » 21 » შენთან ძილი მინდა, შენგან შვილი მინდა
3:05 AM
შენთან ძილი მინდა, შენგან შვილი მინდა



შენთან ძილი მინდა, შენგან შვილი მინდა
შენი სიცოცხლისთვის_თუნდ სიკვდილი მინდა
შენი შუქი მინდა, შენი ჩრდილი მინდა
შენი წყაროს წყალი, შენი ხილი მინდა.
ჩემი არ მეყოფა_სხვისი წილი მინდა
სხვა დაბადების დღე_სხვა ქორწილი მინდა,
შენი საიდუმლო ყველა ღილი მინდა
შენი ბაგე მინდა, შენი კბილი მინდა.
მე შენს ნაკვალევზე სულ სირბილი მინდა
შენ რომ უნდა მოგკლას ის სიკვდილი მინდა.
შენთან სულ სიმღერა, სულ ღიმილი მინდა
ჩვენ რომ შეგვაერთებს ის მანძილი მინდა.
შენ რომ დაგწამებენ, მეც ის ცილი მინდა
შენი ყველა ვალი გადახდილი მინდა
შენთვის ,,რენო'' მინდა, შენთვის ,,ზილი'' მინდა
შენი შემოხედვა_კმაყოფილი მინდა.
მთელი საქართველო ასე ზრდილი მინდა
შენად დასახსნელად ავთანდილი მინდა...
შენთან ძილი მინდა, შენგან შვილი მინდა

მაგი ხომ მეც მინდა ... smile
კატეგორია: პოეზია - ლექსები | ნანახია: 1676 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: შვილი, ხილი, მინდა, შვილები, ძილი, კმაყოფილება, დაბადების დღე, ქორწილი, საქართველო, სირბილი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]