მთავარი » 2012 » იანვარი » 22 » სამშობლო თავს ურჩევნიათ ადამიანებს და არა მონებს
3:43 PM
სამშობლო თავს ურჩევნიათ ადამიანებს და არა მონებს



-ახალი მოიყვანეს. ვინ არის?-იკითხა ოფიცერმა და გაფითრებულ კაცს გახედა
-რა გვარის ხარ?
- არველაძე... ზურაბ არველაძე-ოფიცერმა ჩაიცინა
-კიდევ ერთი ქართველი-სერჟანტს ოთახისკენ მიუთითა. ოფიცერმა ზურაბი ოთახისკენ წაიყვანა კარი შეაღო და ხელი ჰკრა
-მალე შენი ჯერიც დადგება-გადაიხარხარა და კარი ჩარაზა. ზურაბმა ოთახი შეათვალიერა ეს იყო პატარა ბინძური ოთახი. მხოლოდ ერთი ნათურა ანათებდა. მაგიდასთან კაცები ისხდნენ. ეს ისხდნენ
-გამარჯობათ-ზურაბი შეეცადა თავაზიანი ყოფილიყო. ერთი მაღალი კაცი ადგა და ქართულად უთხრა
-გაგიმარჯოს! მე გიორგი გვრიტიშვილი ვარ დაბრძანდი დაისვენე. სანამ შენი ჯერი მოვა ზურაბი უხმოდ დაჯდა სკამზე და გიორგის გახედა. მან გაიცინა -დიდი ხანია რაც აქ ვართ-უთხრა გიორგიმ -ჩვენგან რა უნდათ?
-ორი რამ თავისუფლება და დახმარება უნდათ რომ ვიშპიონოთ. თუ სცოცხლე გინდა მათი წესებით უნდა ითამაშო
-ვიშპიონოთ? ეგ როგორ?
-უბრალოდ უნდა აცნობო შენი ქვეყნის ამბები ადვილი საქმეა
- მე ამას არ გავაკეთებ-გიორგიმ გაიცინა მიუახლოვდა და ჩუმად უთხრა
-მაშინ მოკვდები ზურაბ . ჩვენ უბრალო გლეხები ვართ თუ სიცოცხლე გვინდა ამაზე უნდა დავთანხმხდეთ მე მასე ვაპირებ შენ კი თავში ქვა გიხლია. მე გაგაფრთხილე-გიორგი გაფითრდა და სკამზე დაჯდა. კარი გაიღო სერჟანტი შემოვიდა.
-შენ თქვა კაცი წამოდგა და თავდახრილი გაჰყვა. მალე ოთახში მარტო ზურაბი და გიორგი დარჩნენ
-ამას დიდი სიამოვნებით გავაკეთებ- ზიზღით თქვა გიორგიმ- მონურად ცხოვრება მომბეზრდა _ყველა მასე ვცხოვრობთ მაგრამ სასტიკ ცხოვრებას არ უნდა მივცეთ უფლება რომ სულიერად გაგვანადგუროს
-თვითონაც არ იცი რას ბოდავ მამა დავითივით საუბრობ-კარი გაიღო
-ორივე წამოდით-სერჟანტმა ორივე გაიყვანა გარეთ. თოვდა. ძალიან ციოდა მაიორმა ლაპარაკი დაიწყო.
-იმედია აცნობიერებთ რა საფრთხეშიც ხართ. და იცით რა უნდა ქნათ-გიორგიმ თავი დაუქნია. მაიორმა მზერა ზურაბისკენ გადაიტანა. ის ცივად უყურებდა
-არასდროს-დაიყვირა. მაიორმა გაიცინა
-დარწმუნებული ხარ?
-მართალია გლეხი ვარ მაგრამ ამვე დროს ადამიანი. ჩემს სამშობლოს არ ვუღალატებარასდროს-დაიყვირა. მაიორმა ცივად შეხედა
-სერჟანტო-გაისმა გამყინავი ხმა-დახვრიტეთ!!!
ზურაბი წინ გააგდეს. მან თვალები დახუჭა ხელში რაღაც ეჭირა... მაგრად ეჭირა... გაისმა სროლის ხმა.
ქათქათა თოვლი წითლად შეიღება. ზურაბის სხეული უსიცოცხლოდ ჩაეფლო თოვლში.სეჟანტი მივიდა მასთან ხელი გაუხსნა და რაღაც ამოიღო. -მაიორო ნახეთ!-გაიცინა ხელში საქართველოს პატარა დროშა და ჯვარი ეჭირა.
კატეგორია: ჩანახატები | ნანახია: 1799 | დაამატა: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]