მთავარი » 2012 იანვარი 22 » მოდი, ერთად დავიძინოთ...
7:36 PM მოდი, ერთად დავიძინოთ...ყოველ საღამოს მეორდება ერთი ფრაგმენტი: | ვიძინებთ მარტო, სხვადასხვა მისამართზე, სიზმრებს კი საერთოს ვხედავთ: ისევ ერთად ვართ და ერთ ბალიშს ვანდობთ ერთ ფიქრებს, ისევ იღება ქარისგან კარი და გაფრენილი სარკმელში ფარდა, ხელს ანცად გვიქნევს, არ კეტავ კარს და არ კეტავ სარკმელს, ოთახში ელი ვარსკვლავთა ცვენას და მელანდება, რომ გიჟი ქარი წუთიც და ჩვენსავით აიდგამს ენას. სიზმარში ყველა ერთად ვართ ისევ, მე, შენ და მთვარე, შენ, მე და მზე და ცა საოცარი, მინებზე ცეკვავს ცისფერი წვიმა, შეყვარებული ფიქრის ცახცახით. ყოველი დილა მეორდება ერთი ფრაგმენტით: გამოვიღვიძებ შენ კი სხვაგან ხარ, სხვაგან გეძინა, სხვა მისამართზე, იქნებ არ მინდა თავს გამოვუტყდე და ამიტომაც ყოველ დილით ვიგონებ სცენას: სხვაგან გეძინა, სხვა მისამართზე, მაგრამ სიზმარი საერთო ვნახეთ და დილით, როცა ჩახედე სარკეს, იქ დაგხვდა ჩემი მძინარი სახე... დაწვდი ჩემს ტუჩებს უფლისწულივით და სიზმრიდან გამომიყვანე. მოდი, ისევ ერთ მისამართზე დავიძინოთ და მონატრული საერთო ფიქრები გავანდოთ სა-ერთ-ო ბალიშს.
| |
სულ კომენტარები: 0 | |