მთავარი » 2012 იანვარი 23 » წერილი ინგლისელ ქალს (რომელიც ჩემზე გაცილებით უფროსია)
5:09 PM წერილი ინგლისელ ქალს (რომელიც ჩემზე გაცილებით უფროსია)რა უსაშველოდ ჩამოთოვა ჩვენთან მარგარეტ, | ლოლოებივით გამეყინა ახლა სხეული, ეს უძილობის აჩრდილებიც ისე მაბრაზებს… და იბადება ისევ ტანჯვა ღამისეული. თქვენ გახვალთ გარეთ, მოუხდებით ლონდონურ წვიმას, კოხტა ნაბიჯით გაუყვებით ინგლისურ ქუჩებს, იცით, აქ ჩვენთან გაზაფხულს, რომ არასდროს ძინავს, უბრალოდ ზამთრის თავხედობას ღიმილით უმზერს. მორიგ სიგარეტს მოუკიდებთ, აწვალებთ ასანთს, გააბოლებთ და მოფრინდება ფიქრი თბილისზე, ლონდონის წვიმა დაგიხატავთ თბილისის ანძას, იცით, მარგარეტ, ვინც ეს ნახა ვეღარ ივიწყებს. მთვარეა, ახლა ისე ახლოს, ხელსაც შეახებ, და მის გარშემო კეკლუცობენ თეთრი ფიფქები, მე გწერთ მარგარეტ, თუმცა არ მაქვს იმის იმედი, რომ თქვენ ოდესმე შეიტყობდეთ ამის შესახებ. ავტორი მიშო დადიანი
| |
სულ კომენტარები: 0 | |