მთავარი » 2012 იანვარი 24 » ჟინმა დამიარა , ჟინმა შლეგიანმა მოვფერებოდი წამით...
10:14 PM ჟინმა დამიარა , ჟინმა შლეგიანმა მოვფერებოდი წამით...საკინძე შეხსნოდა , ვერც კი შეემჩნია , | გულის პირს შევნიშნე ხალი , ჟინმა დამიარა , ჟინმა შლეგიანმა მოვფერებოდი წამით . თვალი გავაპარე ქათქათა მკერდისკენ , შვენოდა პატარა ხალი , სულში ჩამეღვარა ალერსის სურვილი , თავი დავიღუპე ლამის ... სურვილმა დამძლია ხელით შევხებოდი , ამბორით დამესვა დაღი ხალზე მეოცნება , ხალზე მეფიქრა და ხალზე ჩამომეხრჩო თავი . მაცდურად მიხმობდა შეხსნილი საკინძე ნუთუ ვერ ავიხდენ წადილს ? - გეყოს ვაჟკაცობა ! მოდი მომეფერე ! ჯიუტად მიხმობდა ხალი ... სურვილი მოვთოკე,ჟინი შლეგიანი ვცადე არ გამეცა თავი . საფიცრად გამიხდა მის მკერდზე ამაყად წამოსკუპებული ხალი ...
| |
სულ კომენტარები: 0 | |