მთავარი » 2012 » იანვარი » 25 » ახლა აქ რომ იყო, ჩემთან ერთად
1:00 AM
ახლა აქ რომ იყო, ჩემთან ერთად



ახლა აქ რომ იყო, ჩემთან ერთად
იმდენს გაკოცებდი - დაგახრჩობდი,
მოგეფერებოდი უსასრულოდ
და ჩემი სურნელით დაგათრობდი.
ჩემს ფიქრებს,ოცნებებს გაგიმხელდი,
უსაზგვრო სიყვარულს გაგიყოფდი,
ისე გაგართობდა ჩემთან ყოფნა
გათენებასაც კი ვერ იგრძნობდი
ნეტავ რა მაცოცხლებს რომ არ მყავდე,
უაზროდ ივლიდნენ ალბათ წლები,
როცა ვერ გხედავ და ჩემთან არ ხარ
ძალიან,ძალიან მენატრები.
რა მოხდება ახლა რომ გინატრო,
გინატრო და უცებ გაჩნდე ჩემთან,
ნიავივით ფიქრებს გამოჰყვე და
მზის ამოსვლას შევხვდეთ დილით ერთად.
კატეგორია: პოეზია - ლექსები | ნანახია: 1555 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: ნატრვის ხე, ჩემთან ერთად, ინატრე და აგიხდება, ჩემთან ახლოს, სიყვარული, გაკოცებდი, ნატვრა, დახრჩობა, მოდი ჩემთან, ჩაიფიქრე ნატვრა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]