მთავარი » 2012 » იანვარი » 27 » სატრფოზედ მინაწერი საიქიოდან
7:22 PM
სატრფოზედ მინაწერი საიქიოდან



რომ შეიძლებოდეს სიკვდილის შემდეგ, კვლავ მხურვალედ გაკოცო
თვალებზე, რომ შეიძლებოდეს რომ მოგეფერო,
მოგიალერსო, კვლავ დაგიდორბლო შენი ლამაზი სულის თრთოლვა
კარგი იქნებოდა, ძალიან კარგი… მაგრამ მოიცა, მგონი შეიძლება…
კი შეიძლება!...და ეს ასეც იქნება! მთავარია შენი ფიქრების გამიღო კარი,
მთავარია გახსოვდეს რომ მე არ მომკვდარვარ, მე უბრალოთ გარდავიცვალე.
გადავინაცვლე ერთი ცხოვრებიდან სხვა, უფრო ლამაზ, უფრო ცისფრად მორთულ
და უფრო ყვავილებით აფერადებულ ცხოვრებაში,
და ის რომ როგორც ამ ქვეყანაზე ყოფნის ჩემი ყოველი გაფიქრება შენთან
იყო ყოველთვის და შენ გეხუტებოდა,ახლაც, იმ ქვეყანაზეც სწორედ რომ
ზუსტად ასე ხდება. მე შენთან ვარ , დიახ შენთან ვარ…ნახე გაკოცე…
ნახე, ისევ ისე მომდის ცრემლები თვალებიდან მხურვალეთ…
სიხარულის ცრემლები…იცი,აქ გამიმხილეს რომ სადღაც 200-300 წლის შემდეგ
შენ აქ მოხვალ და ჩვენ სულ ერთად ვიქნებით…განუშორებლათ ყოველთვის
ერთად… ხომ წარმოგიდგენია?...და მე ამიტომ ვტირი, მიხარია და ვტირი…
და შენ ნუღარ განიცდი გთხოვ ჩემს ვითომდააღარყოფნას!!! ეს სასწაული
ღმერთმა ჩვენი სიყვარულის შემხედვარემ დაუშვა…გაიხარე! მე ცოცხალი ვარ!
და ვიქნები სანამ შენს ფიქრებში დამრთავ უფლებას სიცოცხლის, სანამ შენს
თბილ გულში მინახავ…….< მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ,
მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ,
მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ, …. მიყვარხარ,
სატრფოზედ მინაწერი საიქიოდან…10 იანვარი 2007 წელი.
კატეგორია: ჩანახატები | ნანახია: 1672 | დაამატა: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]