მთავარი » 2012 » იანვარი » 29 » სიყვარული
6:20 PM
სიყვარული



სიყვარულო, ნიჭიო სრულო,
წამ ტკბილო და ხანგრძლივ მწარე,
ჯერ აკვანო ნეტარების,
მერმე კუბოვ და სამარე!

დღეს ჩემი ხარ, ხვალ სხვისი ხარ,
უგზო-უკვალოდ მოარული!
სად არს შენი დასაბამი?
ან სადა გაქვს დასასრული?

ზოგი გყვედრის, ზოგი გვედრის,
ყველას კი სურს, რომ გემონოს!..
ვინ არის, რომ შენსა სიტკბოს
სიცოცხლე არ შეუწონოს?

დიდის ხნობით... მაღალ გრძნობით
თუმც არავის არ ახარებ
და წამიწე სიტკბოებას
საუკუნოდ წაამწარებ,

მაგრამ მაინც ყველა გეძებს!..
ცოცხალმა ვინ დაგიწუნოს?
ვინ არის, რომ იმ ერთ წამში
არ გასწირავს საუკუნოს?!

ნანახია: 1580 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: poezia, sasikvarulo, sasiyvarilo, sasiyvarulo leqsebi, leqsebi, სასიყვარულო ლექსები, statusebi, სიყვარულის წიგნი, siyvarulis wigni | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]