მთავარი » 2012 » თებერვალი » 6 » შენ ხარ ...
9:28 PM
შენ ხარ ...



ნატვრის თვალივით სანატრებელო,
სამოთხის კაბის მატარებელო,
შენ ხარ ედემის მშვენიერება,
და მიწიერი ბედნიერება,
შენ ხარ ზღაპარი დაუწერელი,
ზღვაზე მზის ჩასვლა აუწერელი,
შენ ხარ ზაფხულის ჟუჟუნა წვიმა,
და სალოცავი ხატივით წმინდა
შენ ხარ მნათობი ქვეყნიერების,
დასაბამი ხარ ბედნიერების
შენ ხარ სინათლე გვირაბის ბოლოს,
შენ ხარ სიცოცხლის თავი და ბოლო
შენ ხარ მკურნალი დაჭრილი გულის,
შენ ხარ სიმშვიდე ნატანჯი სულის.
კატეგორია: პოეზია - ლექსები | ნანახია: 1654 | დაამატა: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]