..და იყო ჯოჯოხეთი სამოთხის ნიღაბს ამოფარებული... - 13 თებერვალში 2012 - სასიყვარულო კუთხე
მთავარი » 2012 » თებერვალი » 13 » ..და იყო ჯოჯოხეთი სამოთხის ნიღაბს ამოფარებული...
10:13 PM
..და იყო ჯოჯოხეთი სამოთხის ნიღაბს ამოფარებული...



ცხოვრება მშვენიერია ხო??? მაგრამ როდესღაც ეს მშვენიერება დიდ უბედურებაში იზრდება.
ყველაფრით განებივრებული, არაფერს მოკლებული,მაგრამ თურმე ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან სიყვარულს მოკლბეული.
ასეთია უმრავლესობა იმ ადამიანთა ცხოვრება,რომელთაც ყველაფერი აქვთ ცხოვრებაში,მაგრამ ერთ დღეს ყველაფერს კარგავენ! მეგობრებსაც და ნამდვილ სიყვარულსაც რომელიც ვერ დაინახეს და ზურგი შეაქციეს.
იცით რა საშინელებაა,როცა ადამიანი რომელიც სიგიჯემდე გიყვარს ზურგს გაქცევს და შენგან შორს მიდის.
Aალბათ არასდროს წარმომედგინა,რომ ყველაფრით განებივრებულ გოგოს სხვებისთვის ერთი უბრალო ბიჭი, მაგრამ ჩემთვის კი უძვირფასესი ადამიანი შემიყვარდებოდა.
გიორგი ჩემი სკოლელი იყო, როცა გავიცანი მე_10 კლასში ვიყავი ის კი მე_11.გაცნობის დღიდანვე ვხდებოდი ,რომ ეს ადამიანი ჩემს ცხოვრებას შეცვლიდა და ისეთს გამხდიდა როგორიც უნდა ვყოფილყავი.
მოსიყვარულე ადამიანი იყო არაფერს არ მაკლებდა,სულ ერთად ვიყავით,მაგრამ მაინც რაღაც ჩატეხილი ხიდი იყო ჩვენს შორის.
მე და გიოს საერთო მეგობარი გვყავდა ლიზი. ჩვენი სიყვარულის 1 წლის თავს დაემთხვა ლიზიკოს დაბადების დღე.
რა თქმა უნდა ორივე დაგვპატიჯა და წავედით.
მშვენიერ დროს ვატარებდით,მაგრამ უცბად გიო მოვიდა და მთხოვა,რომ აივანზე გავსულიყავით სალაპარაკო მაქვსო.
სახეზე ფერი არედო მივხვდი, რომ რაღაც ცუდი უნდა ეთქვა,მაგრამ ასეთ საშინელბას არ მოველოდი.
-სოფო იცი, მეეე...
...მე საქართველოდან მივდივარ.
-რატომ?
-მთელი ოჯახი მივდივართ საცხოვრებლად გერმანიაში.
...სოფო მე აღარ დავბრუნდები! უნდა დავშორდეთ.
-კაი გიო! კარგად
ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი.ლიზის დამშვიდობების გარეშე და გიოს ბოლოჯერ ნახვის გარეშე რაც შემდეგ ბევრჯერ ვინანე, წამოვედი სახლში.
მეგონა ცხოვრება დამთავრდა.არავისთან აღარ მქონდა ურთიერთობა აღარც ლიზის ზარებს ვპასუხობდი და რაღა თქმა უნდა არც გიოსას.
1 თვე არც სკოლაში მივსულვარ.
ცხოვრება უფრო მიძნელდებოდა.
გადიოდა დღეები და ჩემი სიყვარული უფრო და უფრო ძლიერდებოდა.
დამთავრდა სკოლა ...
ბანკეტი,რომელიც ყველასთვის ერთ_ერთი უბედნიერესი დღეა, ჩემთვის ჩვეულებრივი იყო.
იმ წელსვე ჩავაბარე უნივერსტიტეტში.
თითქოს ახალი სიყვარული მეწვია,მაგრამ ჩემი გული ისევ გიოს ეკუთვნოდა.
სახლში ვზივარ გიოზე ვფიქრობ და აწკრიალდა ტელეფონი.
-ალო...
-სოფი როგორ ხარ?ლიზი ვარ.
-როგორ ვიქნები ლიზი ცუდად.შენ როგორ ხარ?
-კარგად.ეხლა გიოს ველაპრაკე გერმანიიდან დამირეკა.ყველაფერი კარგად არისო.მოგიკითხა ისევ სიგიჯემდე მიყვარსო.
-არ მაინტერესებს ლიზი. და საერთოდ გიკრძალავ გიოზე ლაპარაკს ჩემთან.და ტელეფონიც გაითიშა.
გავთიშე ტელეფონი და კარგა ხანი არც ლიზის დაურეკავს.
ინსტიტუტიც დავამთავრე და ვთხოვდები.
ქორწილის დღე დაინიშნა.
თითქოს ბედნიერი ვიყავი,მაგრამ გულში ისევ გიო მიყვარდა.
ჯვარს სამებაში ვიწერდით.
ჯვრის წერა დაიწყო უცებ თვალწინ გიო დამიდგა.ისტერიკული ტირილი ამიტყდა ტაძრიდან გავიქეცი და ქორწილი ჩაიშალა!
ამასთან ერთად ამ დღის მერე არავის არ ვუნახივარ.
იმ საღამოს საქართველოდან წავედი ძალიან შორს!
1 თვე მშობლებსაც კი არ შევეხმიანე. მხოლოდ უმისამართო წერილებს ვუგზავნიდი, სადაც ვწერდი,რომ კარგად ვიყავი და სხვას არაფერს.
ამერიკაში ვიყავი სადაც გავიცანი ქართველი ბიჭი, რომელიც ვითომ შემიყვარდა და მასზე დავქორწინდი.
ერთი შეხედვით ბედნიერი ოჯახი გვქონდა.
მალე შვილიც გვეყოლა პატარა ანი.
ანიმ გადაწყვიტა რომ გერმანიაში ესწავლა და იქ გადავიდა საცხოვრებლად.
რამდენიმე ხანში ანიმ გამოგვიცხადა, რომ შეყვარებული ჰყავდა და მალე დაქორწინებასაც აპირებდა.
დაინიშნა ქორწილის დღე და მე და ჩემი მეუღლე გავემგაზვრეთ გერმანიაში.
ულამაზესი ქორწილი იყო.
ცოტა ხნით გადავწყვიტეთ,რომ ანისთან დავრჩენილიყავით.ჩვენს იქ ყოფნისას გარდაიცვალა ანის მეგობრის ბებია.
სასაფლაოზე წავედით ....
უცბად ჩემი ყურადღება ერთმა საფლავმა მიიქცია სადაც ქართული წარწერა იყო და რას ვხედავ ჩემი დაუვიწყარი სიყვარულის სასაფლაო. ...დიახ გიორგის სასაფლაოსთან ვიდექი. საფლავზე დავემხე და გაუჩერებლივ ვტიროდი დაღამებამდე.
გამიჭირდა,მაგრამ გიორგის ოჯახი ვიპოვე მივედი და ავუხსენი ვინც ვიყავი.ჩემი დანახვა ძალიან გაუხარდათ თბილად მიმიღეს და სიმართლესაც ფარდა აეხადა.
გიორგი გერმანიაში სამკურნალოდ წამოსულა ტვინის სიმსივნე ჰქონდა მე არ გამიმხილა, რადგან არ უნდოდა დავტანჯულიყავი,მაგრამ მე ხომ ისედაც ვიტანჯებოდი და ეთქვა სიკვდილის წინ მასთან ვიქნებოდი და ვეტყოდი როგორ მიყვარდა. ასეთი მწარე სიმართლე გავიგე,მაგრამ გიოს ჩემთვის წერილი დაუტივებია,სადაც მწერდა რომ უზომოდ ვუყვარდი!!!
ეს წერილი ყველაზე ძვირფასია რაც კი ამ ცხოვრებამ ჩემთვის გაიმეტა.
მართალია,მყავდა მეუღლე,რომელსაც სიგიჯემდე ვუყვარდი და შვილიც,მაგრამ არ მყავდა გვერდით ის ადამიანი ,რომელიც ჩემი პირველი და უკანასკნელი სიყვარული იყო!!!
ასეთი დაუნდობელი ყოფილა ცხოვრება ჯერ გიოს შემახვედრა უზომოდ შემაყვარა და შემდეგ ისე მოკლა,რომ მის აცრემლებულ და დატანჯულ თვალებშიც არ ჩამახედა ბოლოჯერ და არ მათქმევინა...
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ...
კატეგორია: პოეზია - ლექსები | ნანახია: 389 | დაამატა: nikolozi1045 | ტეგები: siyvaruli, nigabi, სამოთხე, სიყვარული, ნიღაბი, samotxe, jojoxeti, ჯოჯოხეთი, მიყვარხარ, miyvarxar | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]