მთავარი » 2012 თებერვალი 15 » სიკვდილის წერილი
8:08 PM სიკვდილის წერილიტკივილი გსურდა? აჰა შენი ტკივილი ესეც, | ტკივილი სულის ფრჩხილებიდან იწყება თურმე, ვეღარ მოიმკე რაც კი მთელი ცხოვრება თესე, გზა აღარ არის, ხოლო გზიდან გადაყრილ ურმებს - რამდენსაც გინდა, როგორც გინდა დათვლი და დათვლი, სიგიჟე გსურდა? თურმე როგორ იწყება შეშლა, აღარ ეკუთვნი საკუთარ თავს არცერთი ადლით, საკუთარ უფალს, საკუთარ დროს და როგორც ხეში - ჩამდგარი წყალი მზის ამოსვლას ყოველდღე ელი, გტკივა დღეები, ნერვი, სუნთქვა და ტვინის არე, კითხულობ შენთან გამოგზავნილ სიკვდილის წერილს და ლექსებიდან დაგხარხარებს პოეტის მთვარე. ხვდები, ცხოვრება ჩამოთვლაა სიტყვების რაღაც, გრძნობების რაღაც და იმედის დასასრულს, მარტივს, იცი მოუღო უნდა ბოლო, მაგრამ და მაგრამ, ვერ გააყოლე ღრმა ნაფაზებს - უფრო ღრმა დარდი. ქრონიკულ დარდზე საუბარიც რთულია მეტად და თუ წინ არის რაც გინახავს იმაზე მეტი, საშველსაც მოკლავ რადგან უკვე შიგნიდან ხედავ, რომ არაფერი არ დარჩება ის რასაც წერდი, ვერ გამოგქონდა ვინაიდან მკვლელობა ქარში, ვერ მოუნახე გასასვლელი სხეულის ჯებირს და რაც კი წერე, მაინც არ ხევ, არ სპობ და არშლი, თუმც კარგად იცი - უფრო - შიგნით პოეტი რჩები... უკვე ამ ლექსზეც გეცინება ან უკვე დროა, რაღაც იღონო, რაღაც მიხვდე ან რაღაც, რავი... და დგახარ ასე უფალსა და უფლებას შორის - რომ შეგიძლია საკუთარ თავს მოუკლა თავი.
| |
სულ კომენტარები: 0 | |