მთავარი » 2012 თებერვალი 21 » მოძრაობის სურვილით
10:53 PM მოძრაობის სურვილითმოძრაობის სურვილით, გულისცემის კვალდაკვალ, | ბაქანს გასცდა მომწვანო მატარებლის ვაგონი. ლიანდაგის საზღვრიდან სხვა საზღვრებში გადავალ, გადავალ და ძახილზე პასუხს არ გაგაგონებ. მზის ამოსვლით პლატფორმას დატყობია მოტივი, შიგადაშიგ ბობოქრობს ორთქლმავალი ძაძებით. მემღერები აკორდის მოკრძალებულ ნოტივით, მემღერება ბავშვურად დახატული განცდებიც. თვალებს იფშვნეტს აპრილი, გამოფხიზლდეს იქნება. ბავშვის სულში მარტვილობს ოცნებების წუთები. შენს ხასიათს არც ისე რთულად უნდა მიგნება, ვიწყებ მარტივიდან და ბოლობოლო ვრთულდები. .............. მოძრაობის სურვილით... ბაქანს გასცდა მომწვანო მატრებლის ვაგონი და მოძრაობს უწყვეტად...
| |
სულ კომენტარები: 0 | |