მთავარი » 2012 » მარტი » 19 » არ ვიცი ვინ ხარ, არ ვიცი რა ხარ ......
4:43 PM
არ ვიცი ვინ ხარ, არ ვიცი რა ხარ ......



მზისგან დანაწვიმ ცისფერ ბალახში
წევხარ ცვრიანი და ნისლით სავსე,
არ ვიცი ვინ ხარ, არ ვიცი რა ხარ
და მაინც რაღაც უცხოთი მავსებ.

გონებას ნისლი ეხვევა ცისფრად,
შეუცნობ სათქმელს ვერ ამბობს გული,
სხეული თითქოს მჩატე და მთვრალი,
თრთის შენი მზერის მზით გათანგული.

მე, მხეცი რჩეულ ნადირთა შორის,
მკერდზე აჭრილი ვეფხვის ნატორით,
გიცქერ აშლილი და მოპარული,
ვით დამშეული ალიგატორი.

ზეცა მუქდება ჩემი მოწყენით,
აცრემლებული მიძგერის გული,
შემასვი შენი სიმწიფის მადლი,
და მერე დამჭერ თუნდაც აუგით.

მზისგან დანაწვიმ ცისფერ ბალახში
წევხარ და თმებში გიძვრება ქარი,
მე ვარ ადამი შენ იყავ ევა,
შენ ჩემი ცოლი, მე შენი ქმარი.

კატეგორია: პოეზია - ლექსები | ნანახია: 1592 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: sasiyvarulo leqsi, sasiyvarulo leqsebi, sasikvarulo leksebi, sasiyvarulo leksi, sasikvarulo leqsi, sasiyvarulo leksebi, sasikvara, sasikvarulo leqsebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]