მთავარი » 2012 მარტი 19 » არ ღირს თამაში მამაკაცნო, გული ცელქია.
5:07 PM არ ღირს თამაში მამაკაცნო, გული ცელქია.მოდით გიამბობთ სინამდვილეს | ეს ვართ ქალები, თავს შეგაყვარებთ რადგან უხილავ ვარსკვლავებს ეტრფით შტერი კაცები. ... თვალებს აგიმღვრევთ, სულს გესესხებით, ეშმაკს მივყიდით. რადგან სრულებით არ გვენანებით. ველზე გაგიწვევთ პეპლის საჭერად, და გადავარდნილს ვნების ქარცეცხლში მახეს დაგიგებთ... მხოლოდ საჩუქრად, მხურვალ ხელებში ცივ ცრემლს ჩაგიგდებთ, ეს ვართ ქალები! მოდით გაჩვენებთ, უიმედობას, სევდას ცრემლიანს. არ ღირს თამაში მამაკაცნო, გული ცელქია. ცბიერი მზერით, კოცნას მოგპარავს, თუმც გაგიყინავს, ბაგეს მარადის. ეს ცხოვრებაც ხომ მხოლოდ ლექსია, რომელიც ზოგჯერ რითმით არ დადის. ეს ვართ ქალები! თქვენს თვალებში, სათუთ სიყვარულს, ვერ შევადნებით. ვერ შეველევით ეს ვართ ქალები! გაუშიშვლებელი მკერდით გაპურებთ. თუმც თქვენს ზურგს უკან, სხვასთან ვიპოვით, პირველ სარეცელს. ეს ვართ ქალები! ნანანიები. უფლის შეცდომა , მამაკაცით ნაპატიები
| |
სულ კომენტარები: 0 | |