მთავარი » 2012 » მარტი » 19 » BooBa (Grafiti) – Chemshi darchebi lamaz otsnebad ბუბა (ნუგზარ აბაზოღლი / გრაფიტი) – ჩემში დარჩები ლამაზ ოცნებად
5:29 PM
BooBa (Grafiti) – Chemshi darchebi lamaz otsnebad ბუბა (ნუგზარ აბაზოღლი / გრაფიტი) – ჩემში დარჩები ლამაზ ოცნებად



უპასუხო წერილები, არ მპასუხობ მერიდები
უკვალო ბილიკები გზას მარტო მივყვები
მერე ვჩერდები თითქოს ამერია გზა
შეიძლება მჭირდები მერე რა.

მერე რა რომ ჩემ მუზას შენი სახელი ქვია
მერე რა რომ შენზე ვწერ ღამე გვიან
დროს მიაქვს გრძნობა სიყვარული რომ ერქვა
მაპატიე ვეცადე რომ ყველაფერი ამეხსნა.

შეიძლება არ მისმენდი ან მე ვერ გისხნიდი
შეიძლება შენც ჩემსავით ჩუმად განიცდიდი
შეიძლება ყველაფერი სულ სხვაგვარად იყო
შეიძლება არც მინდა უბრალოდ დაგივიწყო.

უბრალოდ შეიძლება თავიდან დაწყება
მესმის ალბათ ძნელია ჩემი გაგება
მიყვარხარ გაიგე, მჭირდები გამიგე!

მისამღერი:
.. შენში რაც ვნახე ჩემში დარჩება
ჩემში დარჩები ლამაზ ოცნებად,
ჩემი ლამაზი, ჩემი პატარა
უშენობამ იცი როგორ დამღალა X2

დავდიოდი ჩემთვის მარტო ველოდებოდი წვიმას
განა წვიმა მიყვარს? არა ის ცრემლებს მალავს
დავდიოდი ჩემთვის მარტო იმედით სადმე ვნახო
ან იქნებ უბრალოდ შორიდან დავინახო.

ღამეს ვაცილებ დღე მხვდება სევდიანი
დავდივარ მარტო ჩემთვის დარდიანი
ამინდიც ხელს მიწყობს ისევ მოწყენაში
მერე რა რომ მიყვარს ცუდი რა არის ამაში?

ალბათ ისევ გავა წლები ისევ მომენტარები
ზაფხულივით ჩნდები მათბობ მერე ქრები
შემოდგომა ,ზამთარი ისევ მარტო ვარ მცივა
გაზაფხულის მოლოდინში ხანდახან გულიც მტკივა.

ზოგჯერ როცა არ მინდა მაინც მიწევს ფიქრი
მერე როცა მენატრები უბრალოდ გიცდი
მერე ჩემს ფიქრებს ფურცელზე ვხატავ
და ბოლოში ვაწერ: მჭირდები, სად ხარ?!

მისამღერი X4

კატეგორია: მუსიკის ტექსტი | ნანახია: 1840 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: ჩემში დარჩები ლამაზ ოცნებად, BooBa, გრაფიტი, graffity, Chemshi darchebi lamaz otsnebad, ნუგზარ აბაზოღლი, buba graffity, ბუბა, booba graffity, Grafiti | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]