მთავარი » 2012 » მარტი » 19 » BooBa (Grafiti) – Erti sikvaruli / ბუბა (ნუგზარ აბაზოღლი / გრაფიტი) – ერთი სიყვარული
5:45 PM
BooBa (Grafiti) – Erti sikvaruli / ბუბა (ნუგზარ აბაზოღლი / გრაფიტი) – ერთი სიყვარული



მისამღერი:
.. ერთხელ შეიყვარა, ერთხელ დაკარგა
ასე სიმარტოვეში მერამდენედ დაღამდა,
ერთი პოეტის ერთი ძველი ისტორია
ერთი კადრი, ერთი დრამა, ერთი ტრაგედია.

ერთი აზრი, ერთი ფიქრი, ერთი გრძნობა
ერთი სურვილი, ერთი ოცნება – მასთან ყოფნა
ერთი ტკივილი, ერთი დარდი – მარტოობა
ერთი კარგი რაც დარჩა, მხოლოდ მოგონება.

ერთი ცა, ერთი მზე, ერთი მთვარე
მეტი არაფერი გააჩნია საერთო რამე,
ერთი იმედი გულში, ისევ ვუყვარვარ ალბათ
უპასუხო ერთი კითხვა, ნეტავ სად არის ახლა?

ერთი კარგი, ერთი ცუდი, წარსული, მომავალი
ერთი გული გატეხილი, ეგეც მომაკვდავი
ერთი ფერი ეგეც შავი, ოთახში ბნელა
ერთი სანთელი ეგეც ძველი, ეგეც დნება.

ერთი ფურცელი, ერთი კალამი, ერთი მუზა
ერთი ლექსი სახელად, უბრალოდ უყვარს
ერთი სიტყვა შემდეგ მეორე, მესამე, მეოთხე
ერთი ლექსი მზად არის, დაიწყო მეორე.

მისამღერი..

ისევ გულში სიყვარული ანუ იგივე თემა
სანთელიც უცებ ჩაქვრა, ოთახში ბნელა
დგება, გადის გარეთ, მიყვება ქუჩებს
ყველაფერი ახსენებს ბოლო შეხვედრის წუთებს.

იმ წუთებს, იმ წამებს როცა ეტკინა გული
იმ ღამეს როცა დაკარგა სიყვარული
მიყვება ქუჩებს ისევ, მიყვება მარტო
თითქოს იმას ეძებს ვიზეც გული დარდობს.

ერთი სახე მხოლოდ ერთი არის თვალწინ
გაახსენდა ყველაფერი რა გააჩერებს აწი
გაახსენდა მისი სახე, მისი ნაზი ბაგე
თითქოს უკვე თენდება, ხედავს ჩადის მთვარე.

ჩამოჯდა იქვე სადღაც და დაიწყო წერა
ისევ თავში სიყვარული ანუ იგივე თემა,
ერთი ფურცელი, ერთი კალამი, ერთი მუზა
ისევ ლექსი სახელად, უბრალოდ უყვარს.

მისამღერი..

ერთი აზრი, ერთი ფიქრი, ერთი გრძნობა
ერთი სურვილი, ერთი ოცნება, მასთან ყოფნა
ერთი ტკივილი, ერთი დარდი, მარტოობა
ერთი კარგი რაც დარჩა მხოლოდ მოგონება.

ერთი ცა, ერთი მზე, ერთი მთვარე
მეტი არაფერი გააჩნია, საერთო რამე
ერთი იმედი გულში, ისევ ვუყვარვარ ალბათ
უპასუხო ერთი კითხვა, ნეტავ სად არის ახლა?

ერთი კარგი, ერთი ცუდი, წარსული, მომავალი
ერთი გული გატეხილი ეგეც თითქოს მკვდარი
ხელში სიგარეტი ეგეც ბოლო ღერი
თანდათან ეჩვევა ასეთია მისი ბედი.

ერთი ფურცელი ერთი კალამი ერთი მუზა
ერთი ლექსი სახელად უბრალოდ უყვარს
ერთი დარდი ერთი ტანჯვა ერთი მე
ერთი ჩემი ბოლო კითხვა: როდემდე?

კატეგორია: მუსიკის ტექსტი | ნანახია: 2156 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: BooBa, erti siyvaruli, გრაფიტი, graffity, ნუგზარ აბაზოღლი, buba graffity, erti sikvaruli, ბუბა, booba graffity, Grafiti | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]