მთავარი » 2012 » მარტი » 19 » მიყვარხარ გესმის?! ჩემი ხმა არის, ჩემი ფიქრები ახლა შენია...
5:52 PM
მიყვარხარ გესმის?! ჩემი ხმა არის, ჩემი ფიქრები ახლა შენია...



მიყვარხარ გესმის?! ჩემი ხმა არის,
ჩემი ფიქრები ახლა შენია...
შუაღამისას მთრთოლვარედ რომ გწერს,
ამ ლამაზ სიტყვებს, ჩემი ხელია.
მიყვარხარ ვერ გრძნობ?! მაშინ უფალს ვთხოვ,
რომ გაგრძნობინოს ჩემი ვედრება,
შენ ტკბილად გძინავს მე კი ამაღამ,
მხოლოდ შენს ფიქრში ჩამეძინება...
თითქოს გამხელის წუთები დგება
ჩუმად მკარნახობს სიტყვებს განგება,
მიყვარხარ მეთქი არ გეტყვი რადგან
სიყვარულს აზრი დაეკარგება..
როცა ყველაფერს ქარი წაიღებს,
გრძნობას გაფანტავს თეთრი ნისლები,
ჩემში დარჩება ლამაზ ოცნებად,
ჩემი ცხოვრების ფიქრი იქნები.
სათქმელი იქნებ ბევრჯერ ვერ გითხრა,
მე შენთან კარგო დუმილიც მიჭირს,
რამდენჯერ ჩუმად მომნატრებიხარ,
ამ გულის გარდა არავინ იცის

კატეგორია: პოეზია - ლექსები | ნანახია: 1778 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: sasiyvarulo leqsi, sasiyvarulo leqsebi, sasikvarulo leksebi, sasiyvarulo leksi, sasikvarulo leqsi, sasiyvarulo leksebi, sasikvara, sasikvarulo leqsebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]