მთავარი » 2012 » მარტი » 19 » ცისარტყელა ! ! !
6:22 PM
ცისარტყელა ! ! !



მახსოვს როგორ იჯდა მეოცნებე ბავშვი თავის მინდორზე და თავისავე მზეს გასცქეროდა.. და თავიც დედის კალთაში ედო... საკუთარი დედის... მე ხომ მესაკუთრე ბავშვი ვიყავი... პატარა მესაკუთრე ბავშვი...
-დე ცისარტყელა როგორიაი
-ჰმ... როგორი? როგორი და ფერადი.. აი... როგორც...
-როგორც რაი
-აი როგორც შენ..
-კი მაგრამ დე.. მე ხომ ჩვეულებრილივი ბავშვი ვარი!
-დე! არ ხარ შენ ჩვეულებრივი... შენ ჩემი ცისარტყელა ხარ.. რომელიც ყოველთვის არის მიწეპებული ჩემს მოღრუბლულ ცაზე..
-დე... მე ფერადი არ ვარ...! აბა ერთი კარგად შემომხედე !
-აბა ერთი სულში ჩაიხედე ?! ჩემო პატარა გოგონავ! ჩემო ბავშვო... შენ ხომ ჯერ არ იცი... ჯერ ხომ სულ პაწია ბავშვი ხარ...
-დე..! მე უკვე გავიზარდე...
-არა დე ! შენ ჩემთვის ის პატარა ლაწირაკი ხარ... ჩემი პატარა ცისარტყელა...! შვიდფერა გოგონავ ! ჩემო ყველაზე შუქიანო...
-დე... შუქიანი რა ნათურა ხო არ ვარ ?!
-ეჰ დე... მე სხვა შუქზე გეუბნები... ალბათ რომ გაიზრდები გაიგებ.. ჩემო სულელო გოგონავ !
-არა დე.. მე უკვე გავიზარდე... მე დიდი ვარ !
- კარგი დე ! იყავი დიდი ! ოღონდ არასდროს 1 არსდროს დაივიწყო ის დედიკო რომლისთვისაც... შენ ცისარტყელა ხარ ! შვიდფერა ცისარტყელა !

ეჰ.. დე ... როგორ მინდა რომ ახლაც ისეთი პატარა ბავშვი ვიყო... ის შენი პატარა ცისარტყელა... ეჰ... ახლაც მინდა რომ ის პატარა მესაკუთრე გოგონა ვიყო... ვიყო ის პატარა ლაწირაკი.... რომელიც მოვიდოდა შენთან იმიტომ რომ მთელი შენდამი სიყვარული გადმოეცა და მთელი ძალით ჩაგეხუტებოდა... მე აღარ ვარ ბავშვი... მაგრამ ისევ დავრჩი მესაკუთრედ... ! დიახ მესაკუთრე გოგონად ...!♥

კატეგორია: ჩანახატები | ნანახია: 2721 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: chanaxatebi, chanakhati, chanakhatebi, cisartkela, miyvarxar yvelaze metad, მიყვარს ყველაფერზე მეტად, chanaxati, ცისარტყელა, cisatyela, ჩემი დღიური | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]