მთავარი » 2012 მარტი 19 » უსათაურო
10:52 PM უსათაურომე თქვენ არ გიცნობთ,გამარჯობა,სიკვდილის ღმერთო | თქვენ მე გამიცნობთ სიკვდილისას,თქვენ ერთადერთო აქვე ყოფილხართ,გარიჟრაჟზე მომლოდინე ვარსკვლავი დილის მე კი მზიან დღეს გიგულებდით სიცოცხლის ხსნისთვის აჰა,ხომ ხედავ რა შორსა ვართ მე და შენ თითქოს სურვილი არ გაქვს დავახლოვდეთ,მე ასე ვფიქრობ მაგრამ სადამდე?პასუხს ველი იცოდე შენგან! რატომ დამტოვე წუთისოფლის ამაო მტერთან? ახლა და მხოლოდ ახლა მეთქი!გიბრძანებ კიდეც მატარო უთელ ბილიკებით,წინდაწინ ვვლიდე მერე კი როცა დამთავრდება ოცნების ბაღი შენ მომეგებო,მიმითვისო,გამიღო კარი ოცნება,როგორც გულუბრყვილო,თავნება ბავშვი გამომლევია!სხვა გზა აღარ დაგრჩება მაშინ! ხოდა,რას ელი,მიმოფანტე კოშკები,ხალხი! ჟამი დადგება,დაველოდები, მოისურვო დავბრუნდე სახლში.
| |
სულ კომენტარები: 0 | |