მთავარი » 2012 მარტი 19 » * * *
10:54 PM * * *ამ შეშლილ სამყაროს შევეშვათ მე და შენ | წავიდეთ ტბის პირას ქოხი მაქვს დაწნული, ბარათით ვაუწყოთ გაპარვა დედაშენს : ,,ტყის პრინცზე გათხოვდა დე შენი ქალწული“. დღეები გავლიოთ კოცნით და ალერსით ჩემს სხეულს ჩაგაცმევ, სიო ჰქრის მაისის, შენს გულის სიღრმეში შემოვალ ამ ლექსით დრო არის ვარსკვლავთა ცქერის და ჩაის სმის. მზეს აღარ დაასწრო ყოველდღე ადგომა ნუ ჩრდილავ, ხანდახან აცადე ანათოს ბუნება ყოველდღე ზეიმობს აღდგომას სადაც შენ ფეხს ადგამ იმ ადგილს არ ათოვს. საწოლის მაგივრად ღრუბლებზე ვიძინოთ ჩვენ ორნი ვიქნებით ჯადოსნურ ღამეში და პირველ კოცნაზე დილამდე ვიცინოთ ჰო შევცდი იმ ღამეს არ უნდა გამეშვი… ამ შეშლილ სამყაროს შევეშვათ მე და შენ საკმაოდ ვიცხოვრეთ ამ ხალხში გვეყო რა! ბარათით ვაუწყოთ სიახლე დედაშენს : ,,დე მალე ჩამოდი ტყუპები მეყოლა“. საკმაოდ ვიცხოვრეთ ამ ხალხში გვეყო რა!
| |
სულ კომენტარები: 0 | |