მთავარი » 2012 » მარტი » 19 » იქნებ . . .
11:12 PM
იქნებ . . .



იქნებ მეც მქვია მთების არწივი,
ჭიუხს გაზრდილი ობოლი მართვე,
იქნებ ნისლი ვარ, არაგვის ჭალებს,
ყველა ტკივილს და კაეშანს ვართმევ.
იქნებ მგელიც ვარ, დამზრალ ხეობებს,
ჩემი რომ აკრთობს ყმუილი მგლური,
ან ჭინჭარი ვარ ჩაშლილ აულში,
ჩასამკვიდრებლად შემოპარული.
რა ვიცი?! იქნებ ერთი ლექსიც ვარ,
ფეხონში უცებ დამცდარი ბაგეს,
იქნებ დამარქვეს ხონდათ ვეფხვია
და შემდეგ ჩემზე მითები აგეს.
იქნებ სათიბიც ვიყავი უწინ,
სთველში ჭერხოში მარხილით მზიდეს,
იქნებ საავდრო ღრუბელიც მერქვა,
მერე ქარებმა გადამიწმინდეს.

დღეს კი ვინა ვარ?! თავად არ ვიცი,
ან საით მიმაქვს ცოდვილი სული,
ჯანდაბას, მერქვას ლექსი ბეჩავი,
ჩემს პოეზიას-ვადაგასული.

|მერაბ არაბული

კატეგორია: პოეზია - ლექსები | ნანახია: 1557 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: sasiyvarulo leqsi, sasiyvarulo leqsebi, sasiyvarulo leksi, sasikvarulo leksebi, sasikvarulo leqsi, sasiyvarulo leksebi, sasikvarulo leqsebi, sasikvara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]