მთავარი » 2012 » მარტი » 19 » მხოლოდ შენ გხედავ ფერადს . . .
11:14 PM
მხოლოდ შენ გხედავ ფერადს . . .



მხოლოდ შენ გხედავ ფერადს
ვიცი მე შენი მარტი
შენს სურნელს დავდევ ველად
როგორც დედა ჩიტს ბარტყი . . .

მე შენი გულის მჯერა
ფეთქვა მახსენებს სიოს
შენს ტრფობას ველი როგორც
სუნთქვაშეკრული ღიობს . . .

მე სიყვარულის მჯერა
ერთის და არა ასის
ისე მწყურიხარ როგორც
თამადას სავსე თასი . . .

ისევ შენ გხედავ ფერადს
მე ვიცი შენი მარტი
შენს სურნელს ისევ დავდევ
როგორც დედა ჩიტს ბარტყი . . .

ავტორი: ლაშა შარაშენიძე

კატეგორია: პოეზია - ლექსები | ნანახია: 1557 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: sasiyvarulo leqsi, sasiyvarulo leqsebi, sasiyvarulo leksi, sasikvarulo leksebi, sasikvarulo leqsi, sasiyvarulo leksebi, sasikvarulo leqsebi, sasikvara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]