მთავარი » 2012 » მარტი » 22 » დღეს დავიბადე
2:49 PM
დღეს დავიბადე



მერგო ამქვეყნად ჩემი წილი ბედნიერება.
რა გამაჩერებს,რა გამაჩერებს მოწყენილ ღიმით,
რომ არ დავკარგე დროსთან ერთად მშვენიერება,
რომ გავაგრძელე ეს ცხოვრება გაწყვეტილ მძივით.

მერე რაა თუ სევდისფერი ჭარბობდა მზისფერს,
ჩამძინებია სველ ბალიშის ნოტიო ჩრდილში,
შავ ღრუბლის იქით მუდამ ვნატრობდი სივრცეებს ცისფერს
და იმედების სიმსუბუქე მარწევდა ძილში.

ახლა ჩემთან ხარ! რა დამაღონებს !რა დამაღონებს!
ღიმილი ჩემი უჭკნობი ვარდის სიწითლეს ბადებს,
ეგ ნაზი სული სერაფიმის ფრთებს რომ მაგონებს,
თითქოს ჩვილი ვარ და შენს მკლავებში დღეს დავიბადე.

მასალის წყარო:

კატეგორია: პოეზია - ლექსები | ნანახია: 1584 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: leqsebi.com, sasiyvarulo leqsebi, leqsebi, sasikvarulo leksebi, miyvarxar dzlier, sasiyvarulo leksebi, sasikvarulo leqsebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]