მთავარი » 2012 » მარტი » 22 » მე მოვალ შენთან
3:01 PM
მე მოვალ შენთან



როგორ მაწამებ ცრემლო, განცდილო.
მე აღარ ვგავარ მომცინარ იას
და როგორც ძველად, ახლა არ ვცდილობ
დაუღალავი თვალების ციაგს.

განცდილ ტკივილად მომელანდება,
რომ ვოცნებობდი გაუთავებლად.
როცა ზამთარი კარს მომადგება
არ მიმატოვო, ჩემო ღვთაებავ!

შენ ხომ გმირი ხარ სულ ყველა მითის,
ტანზედმაცვია ნახვის წადილი
და თუ შენი გზა სხვა მხარეს მიდის,
შენი მოგნება არ არს ადვილი.

თუგინდ უგრძნობმა ქარებმა მსდიონ,
შენი ნათებით შევიტმასნები.
მაინც დავიპყრობ ჩემს კავკასიონს,
სულ რომ დავხარჯო გრძნობის ვაზნები.

ოდესმე მაინც მე მოვალ შენთან.
მოვალ უჩუმრად, გავქრები ისევ,
რომ სინანულით შენთან და ღმერთთან
შევერწყა ღრუბელთ მოხვეულ ნისლებს.

მასალის წყარო:

კატეგორია: პოეზია - ლექსები | ნანახია: 1541 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: leqsebi.com, sasiyvarulo leqsebi, leqsebi, sasikvarulo leksebi, miyvarxar dzlier, sasiyvarulo leksebi, sasikvarulo leqsebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]