მთავარი » 2012 » მარტი » 22 » დამშორდი
3:05 PM
დამშორდი



დღეს აღარ მჯერა შენი ძველი დანაპირების.
ცქერა მაოცებს უცხო წყვდიადში ღრმა ნაპირების.
არ მინდა, ვთელო ისევ გზები შენკენ სავალი.
აღარც ფერადი ცისა და მიწის გზა გასავალი

მე არ ვოცნებობ ისევ ისე ჩაგკიდო ხელი.
აღარც მეკუთვნის შენი გული ოდესღაც მთელი.
მე აღარ ველი კედლის იქით შენს გულის ფეთქვას.
აღარც ვიხსენებ განშორებისას რა უნდა მეთქვა.

მტკიცე ნაბიჯით გავუყვები ჩვენს ზღვის ნაპირებს.
ადრე თუ გვიან ჩემს ზეცაზეც წვიმას აპირებს.
და მახსენდება რომ შემრჩა ღიმი შენი ბავშვობის.
რომ ასეთივე ბავშვის ღიმილით დღეს შენ დამშორდი.

მასალის წყარო:

კატეგორია: პოეზია - ლექსები | ნანახია: 1629 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: leqsebi.com, sasiyvarulo leqsebi, leqsebi, sasikvarulo leksebi, miyvarxar dzlier, sasiyvarulo leksebi, sasikvarulo leqsebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]