მთავარი » 2012 » მარტი » 25 » შენ და ფოთოლცვენა
1:06 AM
შენ და ფოთოლცვენა



უნდა დავტოვო სასწრაფოდ მიწა
და აღარ ვიყო იმის მნახველი,
როგორ ეძებენ ნამცეცებს ძირს და
როგორ ივსებენ გულებს ნაღველით.

უნდა წავიდე, ჩემი დრო მიქრის
და ახლა ყველას გარიდებთ მზერას,
უნდა სასწრაფოდ შევწყვიტო ფიქრი
და ვიქცე ცაზე ღრუბლების ფერად.

მე სიყვარული მინდოდა მხოლოდ.
თავი ვიგრძენი, ალბათ, ზედმეტად,
ყველა მთავრდება სიცოცხლის ბოლოს,
მე სიყვარული მინდოდა მხოლოდ.

და გაყინული შემომხვდა მზერა,
თქვენ ის არა ხართ ვისაც ვეძებდი.
გულმა შეწყვიტა მუდმივი მღერა
და აღარა ვარ გრძნობის შედევრი.

სწორედ შენ მსგავსმა მომიკლა გული
და შემაჩვია მუდმივ მარტობას,
თავშესაფარად იპოვა სული
და მიმატოვა, და მიმატოვა.

მე მაინც შენგან ველოდი ნუგეშს,
მაგრამ ქარიშხალს ვერ გავუმკლავდი
და შევეტაკე ცხოვრებას უხეშს,
სადაც წარუშლელ ფიქრებად მყავდი

და გალახული მინდვრის შრიალში
ჩემმა ცრემლებმა დაიწყო ცვენა.
პატარა გულში, ყინულიანში,
მხოლოდ შენ მყავხარ და ფოთოლცვენა.

კატეგორია: პოეზია - ლექსები | ნანახია: 1899 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: siyvaruli, fotolcvena, leqsebi, sikvaruli, statusebi, fotoli, leksebi, nugehsi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]