მსოფლიოს ყველაზე ცნობილი სასიყვარულო ისტორიები - 28 მარტში 2012 - სასიყვარულო კუთხე
მთავარი » 2012 » მარტი » 28 » მსოფლიოს ყველაზე ცნობილი სასიყვარულო ისტორიები
0:47 AM
მსოფლიოს ყველაზე ცნობილი სასიყვარულო ისტორიები



ყველას თავისებურად უყვარს, თავისი სიყვარულის ამბავი აქვს და მიაჩნია რომ მისი ისტორია ყველაზე მნიშვნელოვანია, მაგრამ არავინ უარყოფს რომ საზოგადოება მრავლად იცნობს წყვილებს რომელთა სიყვარულიც თავად სიყვარულის სიმბოლოდაა მიჩნეული. სწორედ ამიტომ ისტორიკოსებმა სცადეს, გაერკვიათ, რომელია კაცობრიობის ისტრორიის ყველაზე უფრო ცნობილი სიყვარულის ამბავი. აიტივი მსოფლიოს ყველაზე ცნობილი სასიყვარულო ისტორიების ხუთეულს გთავაზობთ.

მეხუთე პოზიციას მშვენიერი ელენასა და ტროას უფლისწულ პარისის ისტორია იკავებს. ულამაზესი ელენა სპარტის მეფის მენელიუსის მეურლე იყო, როდესაც ის ტროას უფლისწულს შეუყვარდა და საყვარელი ქალი ტროაში გაიტაცა. საკუთარი დედოფლის დასაბრუნებლად ბერძნებმა დიდი არმია შეკრიბეს და მეფე მელენიუსის ძმის მეთაურობით ტროას მიადგნენ. ბრძოლის შედეგად ტროა განადგურდა ელენა კი საკუთარ ქმართან დაბრუნდა.

მეოთხე ადგილზე ტრისტანისა და იზოლდას ტრაგიკული ისტორია მოხვდა. ირლანდიის მეფის ასული იზოლდა კორნვოლის მეფე მარკზე იყო დანიშნული. საკუთარი საცოლის კორნვილში ჩამოსაყვანად მარკმა თავისი ძმისშვილი ტრისტანი გაგზავნა, რომელსას ბიძის საცოლე შეუყვარდა. ტრისტანი თავდავიწყებით შეუყვარდა იზოლდასაც, მაგრამ იძულებული იყო მეფე მარკს გაჰყოლოდა ცოლად. წყვილს ურთიერთობა არც ქალის გათხოვების შემდეგ გაუწყვეტია, რაც მათთვის დამღუპველი აღმოჩნდა. როდესაც მეფე მარკმა ცოლისა და ძმიშვილის ღალატის შესახებ შეიტყო, ტრისტანი სიკვდილით დასაჯა, იზოლდას კი დანაშაული აპატია.

მესამე პოზიციას სირ ლანსელოტისა და დედოფალ გვინევრას ისტორია იკავებს. ინგლისის მეფის არტურის მეუღლე და ლანსელოტი საკუთარ გრძნობებს დიდხანს ებრძოდნენ, მაგრამ სიყვარულმა გონების დამორჩილება მაინც მოახერხა. მათი რომანის გამჟღავნების შემდეგ გვინევრას ცოცხლად დაწვის განაჩენი გამოუტანეს, მაგრამ ლანსელოტმა მისი ეშაფოტიდან გატაცება მოახერხა. ამ ფაქტმა მრგვალი მაგიდის რაინდებს შორის განხეთქილება გამოიწვია და ეჭვქვეშ დააყენა მეფე არტურის ძლიერება, გვინევრა მონაზვნად აღიკვეცა, ლანსელოტმა კი დაცემულსა და განდგომილის სტატუსით იცხოვრა სიკვდილამდე.

მესამე პოზიცია კლეოპატრასა და მარკუს ანტონიუსის ისტორიას ხვდა წილად. მათ ერთმანეთი დანახვისთანავე შეუყვარდათ, წინააღმდეგობების მიუხედავად მაინც დაქორწინდნენ და ორი შვილი შეეძინათ. ეგვიპტის უკანასკნელი დედოფლისა და რომის იმპერატორის ურთიერთობაში სიყვარულთან ერთად მრავლად იყო პოლიტიკაც. სწორედ პოლიტიკური აზრთასხავადსხვაობის გამო დაწყებული უთანხმოება გახდა მათი ტრაგიკული აღსასრულის მიზეზი. ცოლზე გაბრაზებული მარკუს ავრელიუსი კლეოპატრას ნახვაზე უარს აცხადებდა რის გამოც სასოწარკვეთილმა დედოფალმა თავი მოიკლა. საყვარელი ქალის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილს ვერ გაუძლო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა მარკუს ავრელიუსმაც.

მსოფლიოს ყველაზე ცნობილი სასიყვარულო ისტორიების ჩამონათვალში პირველი ადგილი რომეოსა და ჯულიეტას სიყვარულმა დაიკავა. ახალგაზრდა წყვილის ერთად ყოფნა დაუშვებელი იყო, რადგან მათი ოჯახები ერთმანეთს მტრობდნენ, რის გამოც რომეომ და ჯულიეტამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს.

წყარო: http://www.itv.ge და http://www.ucnauri.com
კატეგორია: ტექსტები | ნანახია: 964 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: msoflios yvelaze cnobili sasiyvarul, ucnauri.com, sasikvarulo istoriebi, sasiyvarulo istoriebi, სასიყვარულო ისტორიები, sauketeso, ITV.Ge | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]