მოდი, ავირბინოთ ერთად კიბეები . . . - 2 აპრილში 2012 - სასიყვარულო კუთხე
მთავარი » 2012 » აპრილი » 2 » მოდი, ავირბინოთ ერთად კიბეები . . .
11:48 AM
მოდი, ავირბინოთ ერთად კიბეები . . .



მერე რა,
რომ გარეთ ცაა ღრუბლიანი,
ჩვენ ხომ ვარსკვლავები ასეც დაგვითვლია,
სულაც არ მანაღვლებს რაა უპრიანი,
ან ცუდ საქციელად თუ რას ჩაგვითვლიან.

მოდი,
ავირბინოთ ერთად კიბეები,
ღიმილს დავუძახოთ ჩვენი ბავშვობიდან,
მერე კოცნით სავსე დიდი ჯიბეებით
ჩუმად გავეპაროთ მიწას
და შორიდან

ხელით დავიქნიოთ ეს ცა ღრუბლიანი,
სხვა ცა დავაარსე შენი თვალებიდან,
შეხე,
ვარსკვლავები ისე უბრიალებს,
ღამე,
ღამე,
ღამე,
ღამე,
ღამე მინდა.

მასალის წყარო: Miyvars.Ge


კატეგორია: პოეზია - ლექსები | ნანახია: 603 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: mylove.ge, siyvaruli, miyvars.ge, sikvaruli, sirbili, 4love.ge, momenatre chemo sicocxlev, mytop.ge, me shen miyvarxar, me shen miyvardi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]