მთავარი » 2012 » აპრილი » 2 » სევდიანი სიყვარულის ისტორია....
11:51 AM
სევდიანი სიყვარულის ისტორია....



არ მინდა ღმერთო, შემიბრალე ნუ გამწირავ...

...ღმერთს არ ესმოდა მისი...

თვალსა და ხელს შუა აკლდებოდა დრო, ორი დღე გავიდა უკვე... ის კი იწვა და

ფიქრობდა, ცდილობდა მის მახსოვრობაში შემორჩენილი ყოველი წამი აღედგინა...

...ღმერთს არ ესმოდა მისი... ანგელოზს რა უნდაო მიწაზე...

ღმერთო! მაცოცხლე გემუდარები!.. მის უნახავად მაინც ნუ მომკლავ!..~

ღამითაც არ იძინებდა: `ძილი სამუდამო სასუფეველშიც მეყოფაო,~საათს

უყურებდა... გრძნობდა როგორ აკლდებოდა საათები, წუთები, წამები... ყოველ წუთს

თავს აბეზრებდნენ მნახველები, უაზრო კითხვებით ართმევდნენ მისთვის ესოდენ

ძვირფას დროს... გაიღებოდა კარები და ცრემლიანი თვალები... ნუგეში...

`ნუ გეშინია, მალე გამოჯანმრთელდებიო.~ გასულები კი ამბობდნენ: `ვაი შვილო

რა ბავშვი უნდა მოკვდესო!..~

საათს დახედა... სამი საათის სიცოცხლე დარჩენოდა... როგორ უცბად გასულა

დრო... როგორ არ უნდა ახლა ვინმემ შეაწუხოს... კარებმა გაიჭრიალა...

თაიგული... სიშავემდე წითელი ვარდების თაიგული ფარავდა მოსულის სახეს...

`...ჩემი საყვარელი ყვავილები... ნეტავ ვინ მომიტანაი..~ ყვავილებს შორის

ნაცნობ თვალებს წააწყდა... ის უხერხულად იდგა კარებში, მერე გამოერკვა,

მიუახლოვდა... ყვავილებს შორის დაკარგული თვალები დააკავა... სკამი მისწია

ახლოს და დაჯდა...

...ერთხანს დუმილს უსმენდნენ...

...თვალებით ეძახდნენ ერთმანეთს...

...ბოლოს დაირღვა სიჩუმე...

_დღეს გავიგე შენი ამბავი, არ მჯეროდა სანამ ჩემი თვალით არ გნახე...

ბიჭები მაშაყირებდნენ მეგონა... მერე კახამ დაიფიცა... მაინც არ მჯეროდა, ვერ

ვიჯერებდი, ვერ წარმომედგინა... სანამ მოვიდოდი ყვავილები გიყიდე...

გახსოვს იები რომ მოგიტანე?.....

_რა თქმა უნდა...

_ერთად რომ დავდიოდით ხელგადახვეულებიი

_მახსოვს...

_გახსოვს ის დღე, სიყვარული რომ აგიხსენი?

_რა დამავიწყებს... მე ყველაფერი გავიხსენე, რადგან ვიცი რომ ხვალ აღარ

ვიქნები...

_მე შენ მიყვარხარ!..

_სიბრალული გალაპარაკებს...

_მე შენ მართლა მიყვარხარ!..

_არ მითხოვია შენთვის შებრალება...

_შენ არ გჯერა ჩემი, მე კი ვიცი, მაგრამ, აი რა...

_არ არის საჭირო, გეხვეწები...

_მე, მე შენ მიყვარხარ! ღმერთს გეფიცები მიყვარხარ!..

...ისევ დუმილი, არ უნდოდა საათზე დაეხედა, გრძნობდა წუთებიღა

დარჩენოდა...

_იცი რაა?

_რაა?

_მინდა, რომ ამ ქვეყნიდან წასულს შენი ტუჩების სითბო გამყვეს!..

...და ტუჩები დაეწაფნენ ერთმანეთს...

...ყვირილმა საავადმყოფო შეძრა...

თეთრ კარებში შესვლას ერთმანეთს ასწრებდნენ ექიმები, მშობლები,

მეგობრები...

ლოგინთან დაჩოქილი ბიჭი გაშეშებულიყო... ცხელი ცრემლები ისე მოსრიალებდნენ

სახეზე, როგორც წვიმის წვეთები მინაზე...

...სიშავემდე წითელ ვარდებს მოეწყინათ უსიცოცხლო ხელებში...

...ტუჩებს ჯერაც შემორჩენოდათ სითბო...

მასალის წყარო: Miyvars.Ge


კატეგორია: ჩანახატები | ნანახია: 2308 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: mylove.ge, siyvaruli, miyvars.ge, sikvaruli, sirbili, 4love.ge, momenatre chemo sicocxlev, mytop.ge, me shen miyvarxar, me shen miyvardi | რეიტინგი: 1.5/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]