ტუჩებს ჯერაც შემორჩენოდათ სითბო - 2 აპრილში 2012 - სასიყვარულო კუთხე
მთავარი » 2012 » აპრილი » 2 » ტუჩებს ჯერაც შემორჩენოდათ სითბო
11:53 AM
ტუჩებს ჯერაც შემორჩენოდათ სითბო



ბოლოს სულ ბოლოს ქალის კივილი გაიგონა...-`ვაიმე დედა~-დაიწერა ბაგეზე.
თვალები ძვლივს გაახილა...
...უცნობი კედლები_მოთეთრო-მონაცრისფრო.
`სადა ვარ?~_გაიფიქრა... ფიქრი არ დააცალეს თეთრ ხალათიანმა ექიმებმა.
_თვალები გაახილა! ცოცხალია... ცოცხალი!
_გადარჩა?
_სადა ვარ?_ და ვერც თქვა ეს ორი სიტყვა... გონება დაძაბა და გაახსენდა...
მშვენიერი დღე იყო, ღრუბლის ნაფლეთებს შორის მზე იჭყიტებოდა, დილით
მეგობართან წავიდა.არ შეეძლო ვინმესთვის არ გაენდო თავისი სატკივარი. ეგონა რომ არ ვთქვა გული გამისკდებაო. არავინ დახვდა სახლში. ნელა დაეშვა კიბეზე. არ
თავდებოდა კიბის საფეხურები... მისგან შეუმჩნევლად წამოეწივნენ ფიქრები...
`რა ბედნიერი ვიყავი გუშინ და რა უბედური ვარ ახლა...~_ფიქრობდა გოგონა და
ამ ფიქრებში ქუჩაში გავიდა.
`რა იქნება მომავალში... დამიბრუნდება?!. არა, ამაყია, ზედმეტად ამაყი,
ვერ მაპატიებს, ვერა...~
_გოგონი, ფრთხილად მანქანა!_ უყვირა ვიღაცამ.
მძღოლის შეშინებული თვალები... ტკივილი... ვიღაცამ იკივლა... `ვაიმე
დედა~_ შეაშრა ბაგეზე.
_სამი დღე იცოცხლებს, მერე ვერაფერს შეგპირდებით,_ჩუმად უთხრა ექიმმა
მშობლებს...
რამ გააღვიძა მაინცდამაინც იმ წუთში, ხომ ვერ გაიგებდა ექიმის სიტყვებს...
მაგრამ, ბედისწერა იყო ალბათ ესეც...
_მაშ, სამოცდათორმეტი საათი დამრჩა?! ო, ღმერთო, როგორ არ მინდა სიკვდილი,
არ მინდა ღმერთო, შემიბრალე ნუ გამწირავ...
...ღმერთს არ ესმოდა მისი...
თვალსა და ხელს შუა აკლდებოდა დრო, ორი დღე გავიდა უკვე... ის კი იწვა და
ფიქრობდა, ცდილობდა მის მახსოვრობაში შემორჩენილი ყოველი წამი აღედგინა...
...ღმერთს არ ესმოდა მისი... ანგელოზს რა უნდაო მიწაზე...
`ღმერთო! მაცოცხლე გემუდარები!.. მის უნახავად მაინც ნუ მომკლავ!..~
ღამითაც არ იძინებდა: `ძილი სამუდამო სასუფეველშიც მეყოფაო,~საათს
უყურებდა... გრძნობდა როგორ აკლდებოდა საათები, წუთები, წამები... ყოველ წუთს
თავს აბეზრებდნენ მნახველები, უაზრო კითხვებით ართმევდნენ მისთვის ესოდენ
ძვირფას დროს... გაიღებოდა კარები და ცრემლიანი თვალები... ნუგეში...
`ნუ გეშინია, მალე გამოჯანმრთელდებიო.~ გასულები კი ამბობდნენ: `ვაი შვილო
რა ბავშვი უნდა მოკვდესო!..~
საათს დახედა... სამი საათის სიცოცხლე დარჩენოდა... როგორ უცბად გასულა
დრო... როგორ არ უნდა ახლა ვინმემ შეაწუხოს... კარებმა გაიჭრიალა...
თაიგული... სიშავემდე წითელი ვარდების თაიგული ფარავდა მოსულის სახეს...
`...ჩემი საყვარელი ყვავილები... ნეტავ ვინ მომიტანა?..~ ყვავილებს შორის
ნაცნობ თვალებს წააწყდა... ის უხერხულად იდგა კარებში, მერე გამოერკვა,
მიუახლოვდა... ყვავილებს შორის დაკარგული თვალები დააკავა... სკამი მისწია
ახლოს და დაჯდა...
...ერთხანს დუმილს უსმენდნენ...
...თვალებით ეძახდნენ ერთმანეთს...
...ბოლოს დაირღვა სიჩუმე...
_დღეს გავიგე შენი ამბავი, არ მჯეროდა სანამ ჩემი თვალით არ გნახე...
ბიჭები მაშაყირებდნენ მეგონა... მერე კახამ დაიფიცა... მაინც არ მჯეროდა, ვერ
ვიჯერებდი, ვერ წარმომედგინა... სანამ მოვიდოდი ყვავილები გიყიდე...
გახსოვს იები რომ მოგიტანე?!.
_რა თქმა უნდა...
_ერთად რომ დავდიოდით ხელგადახვეულები?
_მახსოვს...
_გახსოვს ის დღე, სიყვარული რომ აგიხსენი?
_რა დამავიწყებს... მე ყველაფერი გავიხსენე, რადგან ვიცი რომ ხვალ აღარ
ვიქნები...
_მე შენ მიყვარხარ!..
_სიბრალული გალაპარაკებს...
_მე შენ მართლა მიყვარხარ!..
_არ მითხოვია შენთვის შებრალება...
_შენ არ გჯერა ჩემი, მე კი ვიცი, მაგრამ, აი რა...
_არ არის საჭირო, გეხვეწები...
_მე, მე შენ მიყვარხარ! ღმერთს გეფიცები მიყვარხარ!..
...ისევ დუმილი, არ უნდოდა საათზე დაეხედა, გრძნობდა წუთებიღა
დარჩენოდა...
_იცი რაა?
_რაა?
_მინდა, რომ ამ ქვეყნიდან წასულს შენი ტუჩების სითბო გამყვეს!..
...და ტუჩები დაეწაფნენ ერთმანეთს...
...ყვირილმა საავადმყოფო შეძრა...
თეთრ კარებში შესვლას ერთმანეთს ასწრებდნენ ექიმები, მშობლები,
მეგობრები...
ლოგინთან დაჩოქილი ბიჭი გაშეშებულიყო... ცხელი ცრემლები ისე მოსრიალებდნენ
სახეზე, როგორც წვიმის წვეთები მინაზე...
...სიშავემდე წითელ ვარდებს მოეწყინათ უსიცოცხლო ხელებში...
...ტუჩებს ჯერაც შემორჩენოდათ სითბო..

მასალის წყარო: Miyvars.Ge


კატეგორია: ისტორიები | ნანახია: 388 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: mylove.ge, siyvaruli, mikvars.ge, miyvars.ge, sikvaruli, sirbili, 4love.ge, momenatre chemo sicocxlev, me shen miyvarxar, me shen miyvardi | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]