მთავარი » 2012 » ივნისი » 23 » შენსკენ მოვდივარ, მალე ნახვამდე ლოდინისფერი მაცვია კაბაც, მე შენ მიყვარხარ, (როგორც აქამდე), ეს შეეშალათ გვირილებს რაღაც... - სტატუსები
10:47 PM
შენსკენ მოვდივარ, მალე ნახვამდე ლოდინისფერი მაცვია კაბაც, მე შენ მიყვარხარ, (როგორც აქამდე), ეს შეეშალათ გვირილებს რაღაც... - სტატუსები



შენსკენ მოვდივარ, მალე ნახვამდე ლოდინისფერი მაცვია კაბაც, მე შენ მიყვარხარ, (როგორც აქამდე), ეს შეეშალათ გვირილებს რაღაც..

****

მალე გაწვიმდება, წვიმა ნაღვლიანი სულის ნოსტალგიას შველის, ზეცა ატირდება, სითბო მომინდება, ნახვა მომინდება შენი, სევდა მომეძალა, როგორ მენატრები, დარდმა წამიშალა ფერი, მე შენს მოლოდინში სული დამეღალა და მაინც ჯიუტად გელი...

****

ოდნოებში შეპარულა მელა, ბიჭებს ეჩათავებოდა ნელა, შენ დედიკო გააჩუმე ენა, გაკვეთილი ნასწავლი მაქვს ყველა.

****

მე დავბრუნდები, ზღაპრული ფრთებით, წვიმისფერ ქალაქს დავხედავ ციდან.. მერე რა მოხდა ამ ახირებით, თუ სხვა სივრცეში გაფრენა მინდა..

****

სიცოცხლე იმით კი არ იზომება, რამდენჯერ ჩაისუნთქავ, არამედ იმით რამდენჯერ შეგეკვრება სუნთქვა...

****

იმაზე დიდებული არაფერია, ვიდრე ღმერთთან მყოფი ადამიანი და არაფერია იმაზე არარაობა, ვიდრე ადამიანი - ღმერთის გარეშე.

****

ყოველ სხვა ღირსებას მოკლებულია ქალი, რომელიც თავს იწონებს მარტო იმით, ლამაზი ვარო; ლამაზი ქალი თვალს მოსწონს, კეთილი – გულს, პირველი – ლამაზი ნივთია, მეორე – საუნჯე.

****

ადამიანებს არ შეუძლიათ თავიდან აიცილონ სიკვდილი, უმეცრება, უბედურება, მაგრამ ისინი ცდილობენ არ იფიქრონ ყოველივე ამის შესახებ და ამ გზით მაინც ეზიარონ ბედნიერებას.

****

ყველა ადამიანი ბრძენია, თუ იგი თავის თავში ამის ნიჭს აღმოაჩენს.

****

ქვეყნიერება ყველა ადამიანის მოთხოვნილებას აკმაყოპილებს, მაგრამ, ვერ აკმაყოფილებს ყველა ადამიანის სიხარბეს...

****

ეკლესიის გარეშე სულის გადარჩენის მოიმედენი... მწარედ ცდებიან!
მეტირება... მეტირება არა სევდისაგან... არამედ სიხარულისგან, ასეთი კარგი ,რომ მყავხარ გვერდით... შორს და ყველაზე ახლოს გულში...

****

ჩემი ცხოვრება შემოდგომას გავს, აქ იშვიათად ანათებს მზე, აქ სევდა ჭარბობს მხიარულ დღეებს, ხანდახან წვიმაც მასველებს მე.

****

თუ სიყვარული მე სხვამ წამართვა, უბედურება მარიდე ღმერთო!..თავისუფლება თუ სხვას რგებია, მე მონობაში არ მომკლა ღმერთო!..მე სევდის მეტი რა შემხვედრია და მაინც იმედს ვერა და ვერ ვთმობ... თუ სიყვარული სხვისი ხვედრია, შენ განმარიდე სიძულვილს ღმერთო!

****

ვიცი სიცოცხლე წამიერია, მაინც არ მინდა უკვალოდ გავქრე, თუ ყველაფერი ღვთისმიერია, მე მაინც ჩემსას ავანთებ სანთელს. ცხოვრება სცენად არასდროს მედგა, არც წარმოდგენებს არასდროს ვდგამდი, თუ დამაქვს ცრემლიც, ღიმილთან ერთად, იცით – არც ერთი არ არის ყალბი!..

****

შენი სახელი ერქვა ჩემს ფიქრებს… ჩემს ოცნებებს… იმედებს… ღიმილს… სიხარულს… ცრემლებს… სევდას… ეს ყველაფერი იყო და გაქრა… შთაინთქა… მოკვდა… და დამრჩა მხოლოდ სევდა… ცრემლები… დარდი… დავრჩი მარტო, სრულიად მარტო… ცარიელი სულით… გაბზარული გულით…

****

არასდროს შეგეშინდეთ იმ ადამიანის დაკარგვა.. ვისაც შენი დაკარგვის არ ეშინია, თუ გინდ ეს ადამიანი თქვენთვის ყველაზე საყვარელი იყოს.. უნდა "დაიკიდოთ" და გახსოვდეთ რომ არსებობენ ისეთი ადამიანები.. რომლებთაც უყვარხართ და ჭირდებით.. იცხოვრეთ მათთვის..

****

რატომ გვიჭირს ადამიანებს სიმშვიდისა და ბედნიერების პოვნა? ალბათ იმიტომ, რომ იქ არ ვეძებთ, სადაც შეიძლება ვიპოვოთ... გარეთ კი არა, ჩვენში, ჩვენს სულში, ჩვენს გულში უნდა ვეძებოთ, სადაც, ხშირად, არც კი ვიხედებით..

****

ნიღბად არასდროს არ ვხმარობ ღიმილს , სიმართლეს პირში მივახლი ყველას , ამაყი გული ზოგჯერ თუ ტირის, მაინც არვისგან ვთხოულობ შველას...

****

სულელური აზრები ყველას მოსდის თავში, მხოლოდ ჭკვიანი ადამიანები არ გამოთქვამენ მათ!

****

,ქალი-ეს არის ცა,მაგრამ ეს ცა მაღალია მამაკაცისგან,როგორც ცის თაღი მიწიდან..."
კატეგორია: სტატუსები | ნანახია: 2044 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: sasiyvarulo statusebi, მე შენ მიყვარხარ, sasikvarulo statusebi, სასიყვარულო სტატუსები, მენატრები სტატუსები, მიყვარხარ სტატუსები, მომენატრე, სტატუსები | რეიტინგი: 3.5/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]