მთავარი » 2012 » ივლისი » 17 » სიყვარულით იწყება ყველაფერი
10:01 PM
სიყვარულით იწყება ყველაფერი



კაცი საღამო ხანს დაბრუნდა სახლში და ცოლს უთხრა:

გაიხედე გარეთ, ჩვენი ეზოს კართან 4 უცნობი კაცი დგას, ეტყობა ღამის გასათევი არ აქვთ და შემოვიპატიჟოთ სახლში.ქალი გავიდა გარეთ და უცნობები შემოიპატიჟა .

– ჩვენ არ შეგვიძლია ერთდროულად შემოვიდეთ თქვენს სახლში – უპასუხეს მას კაცებმა

– რატომ? – იკითხა გაკვირვებულმა ქალმა.

– ჩვენი სახელებია : სიმდიდრე,წარმატება,ბედნიერება და სიყვარული – უპასუხეს მათ ერთხმად. ახლა შეგიძლიათ შეხვიდეთ სახლში და განიხილოთ,თუ რომელი ჩვენგანი გსურთ, რომ შემოვიდეს თქვენს სახლში.

– მშვენიერია – წამოიძახა ქმარმა, როდესაც ცოლმა კაცების ნათქვამი მოუთხრო.

– მოდი სიმდიდრე შემოვიყვანოთ სახლში და მუდამ მატერიალურად უზრუნველი ცხოვრება გვექნება .

ქალი არ დაეთახმა ქმარს.

– რატომ? არ სჯობს,რომ წარმატება შემოვიყვანოთ სახლში? ყველაფერში წარმატებას მივაღწევთ, ფულსაც ვიშოვით და სიმდიდრესაც. ასევე ჩვენი შვილებიც წარმატებულ კარიერას გაიკეთებენ და მთელი ოჯახი უზრუნველად და ბედნიერად ვიცხოვრებთ.

– მემგონი სჯობს ბედნიერება შემოიყვანოთ – ურჩიათ მათ კაცის მოხუცმა დედამ. ბედნიერება მათ შორის ყველაზე ძნელი მოსაპოვებელია, შეიძლება ჩემთვის ახლა ამას უკვე დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, მაგრამ მე რომ თქვენს ადგილას ვყოფილიყავი ასე გავაკეთებდი...

ცოლ–ქმარი უკვე ხნიერი და მათზე გამოცდილი ქალის რჩევის გათვალისწინებას აპირებდა, რომ მათმა 5 წლის ქალიშვილმა წამოიძახა:

– დედა, მამა,ძალიან გთხოვთ... მე მხოლოდ სიყვარული მინდა... მიეცით მას ნება შემოვიდეს ჩვენს სახლში და გაათბოს .

– ძალიან კარგი – გაეღიმა ცოლ–ქმარს. მოდი ავუსრულოთ ჩვენს ერთადერთ ქალიშვილს სურვილი, მასზე ძვირფასი და საყვარელი ხომ არაფერი გაგვაჩნია ამქვეყნად...

ქალი გარეთ გავიდა და იკითხა:

– რომელია თქვენს შორის სიყვარული ? მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენს სახლში შემოვა.

სიყვარული წამოდგა და სახლისაკენ წამოვიდა, თუმცა ქალისდა გასაკვირად დანარჩენებიც ადგენენ და გამოჰყვნენ მას.

– მე მხოლოდ სიყვარული დავპატიჟე და დანარჩენები რატომღა მოჰყვებით? – იკითხა გაოცებულმა ქალმა.

თქვენ რომ რომელიმე ჩვენგანი მიგეპატიჟებინეთ, თქვენი რჩეულის გარდა ყველანი გარეთ დავრჩებოდით, თუმცა თქვენ სიყვარული აირჩიეთ... და სადაც სიყვარულია ჩვენც ყველანი იქ ვართ – მიუგეს მას წარმატებამ ,სიმდიდრემ და ბედნიერებამ ერთხმად.
კატეგორია: ჩანახატები | ნანახია: 1595 | დაამატა: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]