მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 4 » მე მიყვარს მერი და გალაკტიონი...
0:50 AM
მე მიყვარს მერი და გალაკტიონი...



ამ ღამეს როგორც უწინ
ჩემი ოცნება კვლავ აშრიალდა,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები
მომღიმარი მიყურებდნენ შენი ტუჩები
მელანდებოდა შენი მომღიმარი სახე
და ვოცნებობდი შენთვის მეკოცნა
ჩაგხუტებოდი და მეთქვა...
მიყვარხარ...
ახლაც მესმოდა შენი უგონო ფიცი...
დიდხანს გელოდი
და ბოლოს...
ბოლოს რა მოხდაი!
შენ მიატოვე მარტოხელა და მიუსაფარი
შენ მიდიოდი ზღვის პირად მერი
და სხივქვეშ თრთოდა შენი ნაზი ტანი.

შენ მიდიოდი...
მეც მივდიოდი
და რჩებოდა ქარი და წვიმა,
სწორი ვერხვები,
ყვავილები და ჩვენი აჩრდილნი...
ის წაიყვანა ოცნებამ მისმა,
სადაც ჰაერი ზღვის ფერისაა
მე კი დავრჩები ჩემს ოცნებასთან
და ავტირდები დაღამებისას...
კატეგორია: პოეზია - ლექსები | ნანახია: 1593 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: sasiyvarulo statusebi, ლექსი, sasikvarulo statusebi, ლექსები, cisferi tvalebi, leqsebi, sasiyvarulo leqsebi, leqsi, cisfertvaleba, sasikvarulo leqsebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]