მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 4 » მაინც არ შემძულდი...
0:51 AM
მაინც არ შემძულდი...



ჯერ არ იზეიმო, ნაადრევ სიხარულს,
შემთხვევით სევდა და ცრემლები თანა სდევს,
ნაწვიმარ ბილიკზე დუმილით მივალ თუ
საკუთარ სხეულს და სველ ფიქრებს მივათრევ.
და საოცარია, მაინც არ შემძულდი,
წყენა და ტკივილი სულში სულ შემოგაქვს,
ჩათვალე, მაშინ ხარ შენ გამარჯვებული,
ოდესმე თუ შენი მწამდა და მჯეროდა.
ზოგჯერ საკუთარი თავი მსურს გავკიცხო,
ასეთი ორგული რად უნდა მიყვარდე,
მიზეზიი მიზეზი არ არის საჭირო,
ვამბობ და სხეულს სველ ბილიკზე მივათრევ.
კატეგორია: პოეზია - ლექსები | ნანახია: 1459 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: sasiyvarulo statusebi, ლექსი, sasikvarulo statusebi, ლექსები, cisferi tvalebi, leqsebi, sasiyvarulo leqsebi, leqsi, cisfertvaleba, sasikvarulo leqsebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]