მთავარი » 2012 ოქტომბერი 4 » კოცნა პოეტურად
10:22 AM კოცნა პოეტურადკოცნა პოეტურადი | ხო, როცა უყურებ ტუჩების მიმოხრას და ისე გიზიდავს, რომ კიდეც გაოცებს. მანძილი თითქოსდა, ნელ - ნელა მცირდება და უცებ, სულ უცებ უსიტყვოდ აკოცებ. კოცნა პოეტურადი თვალებით ახსნილი გრძნობების კვალდაკვალ, ზედმეტი ხელების, ლოყაზე შეხებით, კოცნი და თითები ცოცავენ ნაკვთებზე და შემდეგ, ნელ - ნელა იკრავ და ეხვევი. კოცნა პოეტურადი თუ ჩახსნილ საკინძეს, მკერდისკენ მიყვები და შემდეგ უკანვე ბრუნდები ტუჩებთან, ის ამბობს ჩურჩულით: შეჩერდი, არ გინდა, შემდეგ კი გნებდება და ვეღარ ურჩდება. კოცნა პოეტურადი არ ვიცი სიმორცხვე - ის ჩემთვის მითია, დიდი ხნის წინათვე, მე ასე დავიწყე - თუ ვკოცნი როდისმე, ცხელი ვარ ყოველთვის და ვკოცნი ისე რომ, არასდროს ვავიწყებ..
| |
სულ კომენტარები: 0 | |