მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 4 » არ მინდა ტკივილი გიჩვენო
10:40 AM
არ მინდა ტკივილი გიჩვენო



უშენოდ მიდიან ეს ჩუმი დღეები,
მივყვები დინებას და არვიცი, როდემდე ...
დამღალა ყველამ და უაზრო ფიქრებმაც
დღეს ბოლო მოუღეს ადრინდელ ოცნებებს...
მე ჩუმი დარდებით მივყვები ბილიკებს,
სევდა და ტკივილი დამყვება კვალდაკვალ..
არ მინდა, დამთავრდა, მე აღარ ვიტირებ,
იდარდოს დღეს იმან, ვინც მართლა დამკარგა...

გავყვირი სევდით და უშენო ტკივილით,
მაგრამ დღეს ჩემი ვერავინ გაიგო,
შენ ისევ შემხვდები ჩვეული ღიმილით
და ვერც კი მიმხვდარხარ,

ჩვენი გზა გაიყო...

ვეძახი მშველელს და არავინ გამოჩნდა,
აი, შენც მიდიხარ _არც ცდილობ მიშველო...
არ მინდა წასვლა და სხვა გზებიც არ მოჩანს,
მე წავალ,

არ მინდა ტკივილი გიჩვენო
კატეგორია: პოეზია - ლექსები | ნანახია: 1427 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: poezia, sasayvarulo leqsebi, sasaiyvarulo poezia, leqsebi.com, leqsebi, 4love.ge, sasikvarulo poezia, sasikvarulo leqsebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]