მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 4 » * * * * * * * * *
10:41 AM
* * * * * * * * *



თოვლის ფიფქივით გაქრება დრო
და თან წაიღებს ოცნებას ბევრს.
ჩვენ შემოვრჩებით ლამაზ სიმღერად
ძველ ისტორიას დღეს.

იცხოვრე, როგორც გული გკარნახობს,
არ მიეკედლო სხვას!
შეხედე თეთრად მოღრუბლულ ცას,
ის ხომ შენს ფიქრებს ჰგავს.

დათვალე დროის მწველი წუთები
და არ ჩამორჩე გზას,
გაფანტე ცაზე შავი ღრუბელი,
გულს ნუ მიანდობ სხვას!

მაშინ ცხოვრებაც აღარ გაწვალებს
როგორც შესაწირ კრავს,
უცნაურად არ მოგეჩვენება
ბუნების მკვეთრად ცვლა.

იცხოვრე, როგორც გული გკარნახობს
და გაუყევი გზას...
კატეგორია: პოეზია - ლექსები | ნანახია: 1607 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: poezia, sasayvarulo leqsebi, sasaiyvarulo poezia, leqsebi.com, leqsebi, 4love.ge, sasikvarulo poezia, sasikvarulo leqsebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]