მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 8 » კიდევ იმას ელოდები..?
12:25 PM
კიდევ იმას ელოდები..?



_ასე მგონია ვიღაცა უნდა შემხვდეს.
_ვინ უნდა შეგხვდესი
_რა ვიცი.
_მაშ, რატომ გგონიაი
_იცი, მე ის მიყვარდა.
_როდის?
_მეც არ ვიცი როდის ალბათ დიდი ხნის წინათ.
_მაინც? _მანამ დავიბადებოდი.
_ვერ გავიგე.
_შეიძლება დაბადებულიც ვიყავი მაგრამ სადღაც სხვაგან. მე ის მიყვარდა და ეხლაც ისევ ძალიან მიყვარს.
_რომ არ შეგხვდესი
_ეგეც შეიძლება.
_უცოლო ხომ არ დარჩები მოიყვანე ვინმე.
_ვინ?
_რავიცი ვინმე.
_არა
_ის რომ არ შეგხვდეს?
_რომ მიყვარს?
_ეგეთი სიყვარული არ გამიგონია, არ გინახავს არ იცნობ და გიყვარს.
_ჰო, მიყვარს
_იქნებ არ გიყვარს?
_მაშ რატომ მგონია რომ უნდა შემხვდესი
_იქნებ სიზმარში ნახე?
_არა, სხვაგან ვნახე სადღაც.
_გარეგნობა იცი მისი?
_არა
_აბა საიდან უნდა იცნო, რომ შეგხვდესი
_ვიცნობ, ვიცი რომ ვიცნობ, არ შეიძლება არ ვიცნო...
კატეგორია: ჩანახატები | ნანახია: 1533 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: siyvaruli, chanaxatebi, chanakhatebi, monatrebi, menatrebi, motkhrobebi, i love you, miyvarxar, motxrobebi, Literatura | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]