მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 24 » – როცა ის ერთი, აღარ არის შენთვის ' ვიღაც ' ))
2:08 PM
– როცა ის ერთი, აღარ არის შენთვის ' ვიღაც ' ))



ფიქრი მიყვარს, მიუხედავად იმისა რომ ეს პროცესი მთრგუნავს. არ მაინტერესებს პოლიტიკა და საზოგადოების უდიდეს ნაწილი, რადგან მ ყველაფერში საჩემო აზრს ვერ ვხედავ. მე ჩემი სამყარო მაქვს. მე არ ვკამათობ, არც ვჩხობობ. თუ ჩემი გაგება არ შეუძლია ადამიანს უბრალოდ მიმაჩნია რომ მასთან ლაპარაკი დროის კარგვაა. ისე? ისე ვსწავლობ..(პირველ კურსელი ვარ)ჩემს მშობლებს უნდათ და მგონი ამიტომ. ჩემი ოცნებები კი სხვაა, ჩემი ოცნებები არ ასრულდება ალბათ არასოდეს, მაგრამ რა უჭირს..ოცნება რისი ოცნებაა თუ ასრულდება. არ მესმის ბოროტების, თუმცა ჩემზე კეთილი არ ითქმის. მე უბრალოდ საკუთარ სამყაროში დაკარგული გოგო ვარ. უბრალოდ "უსახლკარო"...

დაა კიდევ ერთხელ ჩემზე.. ჩემს გრძნობებზე

.ადრე თუ ძალიან მიყვარდა ღამე ახლა მეშინია მისი..მოდის ღამე და თან ათასი უაზრო აზრი მოაქვს, ნამდვილი ქაოსია ჩემს თავში და ამ აბურდული აზრების სათავეს ვერაფრით ვპოულობ..

ვზივარ..თვალები ჭერისთვის მიმიშტერებია და მეტირება..

მერე ვჩერდები და..

სიცილს ვიწყებ..ოღონდ ეს სიცილი არ მომწონს..დამცინავია, ყალბი, ბოროტი.. თითქოს სატანა ჩამისახლა და ის ახლა ჩემშია, ხარხარებს..

ხელები მეკუმშება, ისე ძლერად რომ ვგრძნობ როგორ მესობა ფრჩხილები კანში და მტკივა.. მერე..ხან ვმშვიდდები, თანაბრად ვსუნთქავ და მშვიდი ღიმილით ვფიქრობ, ვიყურები და ვგრძნობ რომ ბედნიერი ვარ, ხან კი სული მეხუთება, ვცოფდები, მინდა ჩემს სულს ჩემივე სხეული შემოვაგლიჯო..

ამ ბოლო დროს უფრო და უფრო მინდება გავქრე ყველას მეხსიერებიდან..ერთი უბრალო მიზეზის გამო-მეშინია..მეშინია რომ ჩემს მშობლებს, ახლობლებსა და მეგობრებს იმედებს ვერ გავუმართლებ..მე თითქმის ყველა დავივიწყე..გული გამიცივდა ყველას მიმართ იმისათვის რომ ერთი ადამიანი შემყვარებოდა..სიყვარული..დიახ, შემიყვარდა სიცოცხლეზე მეტად, მაგრამ რაც უფრო იზრდება ეს გრძნობა მის მიმართ, მით უფრო მცირდება სხვებისადმი და მეშინია..ერთ დღეს რომ მიმატოვოს, მაშინ?! მაშინ ვეღარავის დავადანაშაულებ და... (ოჰ, ნეტავ რა აზრი აქვს ამაზე ფიქრს?!)

ჰო..მიყვარდა ღამე..ვოცნებობდი ხოლმე..ახლა კი მას შიშები მოაქვს.. კიდევ ერთხელ დამღალა სიცოცხლემ..ცხოვრებამ კი არა? საკუთარმა არსებობამ დამღალა.. ნეტავ მალე დამიბრუნდეს ის დრო.. ისევ მიხაროდეს დაღამება, ვოცნებობდე და გაღიმებულს მეძინებოდეს..

ახლა კი..ახლა ისევ საკუთარი არსის ძიებაში ვარ და ვცდილობ იმ მიზანს მივაკვლიო რისთვისაც ამ დაწყევლილ დედამიწაზე მოვხვდი...
კატეგორია: ისტორიები | ნანახია: 1648 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: istoria, sasikvarulo istoria, sasikvarulo istoriebi, monatreba, sasiyvarulo istoriebi, menatrebi, istoriebi, miyvarxar, mikvarxar, sasiyvarulo istoria | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 dato  
0
lamazi gogo xar

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]