მთავარი » 2012 » ოქტომბერი » 24 » იცი სადამდე ვიცოცხლებ?
10:39 PM
იცი სადამდე ვიცოცხლებ?



იცი სადამდე ვიცოცხლებ?
სანამ მოვკვდები...
ავად მანამდე ვიქნები
სანამ მოვრჩები
გზას გავუყვები სულ ბოლო,
განაპირამდე
თვალსაც გავუწვდენ ზღვის ნაპირს
სხვანაპირამდე.

სანამ არ მოხვალ დაგიცდი,
ჩემს მონატრებას გადაგდებ
დაგელოდები ყოველთვის...
იცი საიდან სადამდე?
სანამ ცოცხალი ვიქნები
ახლა ხომ ხვდები?
იცი სადამდე ვიხცოცხლებ?
სანამ მოვკვდები...

იცი ზამთარსჰიც სიცივეს
სულაც არცივა,
ფოთლების ნასვლად ხის ტოტებს
თოვლი დაცვივა.
რალამაზია არიცი
ფოთოლთა თოვლი.
ყინვა ზამთარში მე და შენ
მხოლოდ ჩვენ ორნი.

გინდაა?ჩემს წუთებს გაჩუქებ
ოღონდ გამენდე..
დღეს შევცვლი ღამეს მაგივრად
ყველა ღამემდე..
ფიქრს არ მიუშვებ არასდროს
ბურუს,ნისლამდე.
წინ წასულს ადრე დაგხვდები,
შენს იქ მისვლამდე.

თუ გინდა ჩემს გულს დაგითმობ,
ვითომ ჩემს კუთვნილს.
არც კი მრცხვენია რას ვამბობ
ეს შენ გეკუთვნის.
იებს დაგიკრებ თავდახრილს
ლურჯთვალა იებს,
ვარსკვლავს მოგიწყვეტ ზეციდან
ცა მაპატიებს.

თუკი მოვკვდები რას ვიზავ?
მგონი ვერაფერს
ან ცისარტყელას გაჩუქებ
თითქმის ყველაფერს,
ან წვიმად მოვალ მიწაზე
შევუერთდები მდინარეს
ან ღამითმოვალ სიზმარში
გულში ჩაგიკრავ მძინარეს.

მაგრამ მე მაინც ვიცოცხლებ,
სანამ მოვკვდები.
ავად მანამდე ვიქნები.
სანამ მოვრჩები.
გზას გავუყვები სულ ბოლო
განაპირამდე.
თვალსაც გავაწვდენ ზღვის ნაპირს
სხვანაპირამდე.
კატეგორია: პოეზია - ლექსები | ნანახია: 1904 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: poezia, sasayvarulo leqsebi, sasaiyvarulo poezia, leqsebi.com, leqsebi, sasikvarulo poezia, leksebi, sasikvarulo leqsebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]