მთავარი » 2013 თებერვალი 24 » ბაჩო ზაქაიძე - ტრაგიკულობა ვაბედნიერე / bacho zaqaidze - tragikuloba vabedniere
7:07 PM ბაჩო ზაქაიძე - ტრაგიკულობა ვაბედნიერე / bacho zaqaidze - tragikuloba vabedniereკვაზიმოდოს სილამაზე მოვახურე, | სიმახინჯის ნაკვალევი ავხადე, სიყვარული ნაპერწკებით გავახურე, ესმერალდას საოცნებო გავხადე. დორიანი ბედნიერად დავაბერე, ლორდი ჰენრი გავაძევე სახლიდან, მისი გული სიბილისთვის ავამღერე, დავუხატე ის პორტრეტი ახლიდან. შუაღამეს როცა მთვარეს დაეძინა, რომანტიკამ გადამიხსნა ეს პირი, კუპიდონებს ჩემში თურმე არ ეძინა, მომასია თბილ მუზებად შექსპირი. დუნკანისთვის მოვიგონე რენესანსი, სიკვდილისთვის ვერ გავწირე მძინარე, მეფობისთვის მივაკუთნე ერთი შანსი და მაკბეტიც დაატყვევა მძვინვარე. ლედი მაკბეტს შევუცვალე შთაგონება, სისხლისაგან გავუწმინდე ხელები, შევულოცე, დავავიწყე სხვის ქონება და კუდიანთ დავახვიე მცველები. დეზდემონა სალოცავად ავაყენე, ცხვირსახოცი არ მივეცი კასიოს, მე ოტელო საღ ჭკუაზე დავაყენე, მოვახვიე მოჩურჩულე მტკნარ სიოს. კორიოლანუსს გაორება გავუმთელე, ამპარტავნება ფიქრებიდან გავწიე, ქედმაღლობა სულ წიხლებით გავუთელე, ცად მფრინავი ცისქვეშეთში დავწიე. კეისართან ვაერთგულე კლეოპატრა, ანტონიუსს ოქტავია არ გავყარე, ეშმაკი რომ საუკუნოთ გაეფატრა, ღალატები ჯოჯოხეთში ჩავყარე. დანიას რომ ვაჟკაცურად მოჰფენია, ის ჰამლეტი გამოვტაცე სიგიჟეს, თავს არ იკლავს სევდიანი ოფელია, მათი ნახვა ემოციებს მიგიჟებს. ქურდობისთვის დამაკავეს დამნაშავე, ყმა რომეოს საწამლავი ავაცალე, ჯულიეტაც დავიხსენი, დავაშავე? ის ხანჯალი ხელიდან რომ გავაცალე. მარტოობით არ დავტანჯე მეფე ლირი, არ ღალატობს აღარცერთი ასული, შევარიგე მე შექსპირის ყველა გმირი, ტრაგედიებს შევუცვალე სასრული.
| |
სულ კომენტარები: 0 | |